კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებული პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

1 ოქტომბერი, 2015
 
ლადო  ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

“პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისევ ძველი მეთოდებით მუშაობს“ - ეს განცხადება 28 სექტემბერს რიგით მე-15 სასამართლო სხდომიდან გამოსულმა მეჯვრისხევის ყოფილმა რწმუნებულმა გააკეთა. 

მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებული ტარიელ გურგენიძე   სამართალდამცველებმა 2013 წლის 12 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 26 სექტემბერს კი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. გორის რაიონულ სასამართლოში  საქმის განხილვა ორი წელია რაც მიმდინარებს, ამ დროის განმავლობაში    პროკურატურამ წაყენებული ბრალდება სასამართლო სხდომაზე  ფაქტებით ვერ გაამყარა.  10 სექტემბერს მოსამართლემ პროკურორს მიმართა დასკვნითი სიტყვით გამოსულიყო პროცესზე. სხდომა 28 სეტემბერს ჩაინიშნა, პროცესზე პროკურორ ფირცხალავს ნაცვლად სხვა პროკურორი მოვიდა და სასამართლო სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა. 

 „დღეს გამოცხადდა სხვა პროკურორი და, ფაქტობრივად, სიუპრიზი მოგვიმზადა და განაცხადა რომ ბატონი ირაკლი რაღაც სხვა მნიშვნელოვან საქმეზეა, არ სცალია და ამიტომ მოითხოვეს  კიდევ ერთხელ ერთი კვირით საქმის გადადება. არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან საქმე არის აბსოლუტურად თეთრი ძაფით შეკერილი, არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ გააჩნია, რადგან ასეთი დანაშაული ბუნებაში არ არსებობს“,- აღნიშნა ტარიელ გურგენიძემ.

გურგენიძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავრი მოწმე რუსლან მამედოვი იყო.  პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ გურგენიძემ, ცნობის გაცემის სანაცვლოდ, რუსლან მამედოვისგან ქრთამი აიღო. ტარიელ გურგენიძის განცხადებით, პოლიციის აგენტმა, რუსლან მამედოვმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა. მამედოვი მიმალულია. მამედოვის გვარი კიდევ რამდენიმე მსგავს გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს. სტუდია მონიტორმა ამ თემაზე საგამოძიებო ფილმი მოამაზდა - ,,აგენტი პროვოკატორი“ ხელისუფლების სამსახურში.  გურგენიძის საქმის საბოლოო განხილვა მოსამართლემ 5 ოქტომბრს  11:00 საათზე ჩანიშნა. 

ახალი ამბები