კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

9 ოქტომბერი, 2015

 

ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ძლიერი წვიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც შპს „თუშეთგზის“ დირექტორი ომარ ლეკიშვილი აღნიშნავს,  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, თუ ძლიერი წვიმა არ წამოვა, საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუშეთში წუხელ მთელი ღამე წვიმდა, უღელტეხილზე კი მთელი დღე თოვს.

„ტურისტები და ბარში ჩამსვლელი ხალხი ჯერ კიდევ არიან თუშეთში, გზა თუ დროულად არ გაკეთდა გაძნელდება აქედან წასვლა,დილას რამდენიმე მანქანა უკან მობრუნდა, რადგან  გადაუღებელი წვიმის შედეგად სამხევის მონაკვეთზე კლდე ჩამოშლილა“, – განუცხადა humanrights.ge-ს ადგილობრივმა ესმა აქიმიძემ.

მისივე თქმით, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო გზა თუშეთში ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე დაიკეტება. მანამდე თუშეთთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები