კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ზვიად ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს

19 ოქტომბერი, 2015
 
ნინო ქიმაძე

8 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა კასპის პოლიციის ოთხი თანამშრომლის მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. დაზარალებულ ზვიად ფეიქრიშვილს სამართლებრივ დახმარებას თბილისის ადამინის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი უწევს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აღნიშნული საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. 

ზვიად ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლის მიმართ კასპის პოლიციის თანამშრომელმა  ლევან ბაისონაშვილმა შეურაცხმყოფელი საქციელი გამოავლინა. ბაისონაშვილი დაზარალებულის მეუღლეს შეხვედრაზე დაყოლიების მიზნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, რის გამოც ზვიად ფეიქრიშვილმა პროტესტი გამოთქვა.

ფეიქრიშვილის მიერ გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ, იგი 2015 წლის 4 აპრილს  დაზარალებულის კუთვნილი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩემს ოჯახს პოლიციის თანამშრომელმა ლევან ბაისონაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა. მე მას ტელეფონზე ვესაუბრე, როგორც ჩანს, ამ ფაქტმა იგი გააღიზიანა, შედეგად, პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა: ლევან ბაისონაშვილმა, ამირან ქასოშვილმა, მიხეილ მიგრიაულმა და მურად ბარნოვმა იძულებით ჩამსვეს მერსედესის მარკის ავტომობილში და სოფლიდან მოშორებით, კასპის სასაფლაოზე, ფიზიკურად გამისწორდნენ. მათგან გამოქცევა მოვახერხე და მეზობელს ვთხოვე დავემალე, რადგან პოლიციელები მომდევდნენ“, - აცხადებს ზვიად ფეიქრიშვილი. 

იურისტ ეკა ქობესაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირების მიერ დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კვლავ მიმდინარეობს: „პოლიციის თანამშრომლები ზვიად ფეიქრიშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. მუდმივად აკვირდებიან, მისი სახლის სიახლოვეს ტრიალებენ“.
პოლიციის ოთხივე თანამშრომლის წინააღმდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ზვიად ფეიქრიშვილი კი დაზარალებულად არის ცნობილი. ფეიქრიშვილის საქმეს გამომძიებელი ზურაბ კუბლაშვილი იძიებს, თუმცა საქმეში დღემდე არ ფიგურირებს დამნაშავეები და პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქმეში ხსენებული კასპის პოლიციის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ქობესაშვილი გამოთქვამს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ის პირები, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს ფეიქრიშვილზე, სხვა რაიონის პოლიციაში განაგრძობენ უფლება-მოვალეობის შესრულებას.

„ამის შესახებ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ველოდებით პასუხს, რის საფუძველზეც ზუსტად გვეცოდინება აღნიშნული პირები არიან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები თუ გათავისუფლებული არიან გენინსპექციის მოკვლევის საფუძველზე“, - განაცხადა ქობესაშვილმა. 

humanrights.ge-მ ზურაბ კუბლაშვილთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა გამომძიებელი აღნიშნულ ზარებს არ პასუხობს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ფეიქრიშვილის საქმის ეფექტური გამოძიება მოითხოვა და აღნიშნული საქმის დასრულებამდე დაზარალებულს სამართლებრივი დახმარება აღუთქვა.

ახალი ამბები