კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეჯვრისხევის ყოფილ რწმუნებულს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა

20 ოქტომბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 ოქტომბერს 11 საათზე გორის რაიონულ სასამართლოში მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებულის საქმის განხილვა იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლე შალვა კაკაურიძემ საათ-ნახევრის დაგვიანებით დაიწყო.  ტარიელ გურგენიძეს ქრთამის აღების ბრალდებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადებას გურგენიძის მომხრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ტარიელ გურგენიძის სიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და ,მოგვიანებით, 300 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ტარიელ გურგენიძეს, მას თავისუფლება სხდომათა დარბაზშივე აღუკვეთეს.

მეჯვრისხევის ყოფილი რწმუნებული ტარიელ გურგენიძე სამართალდამცველებმა 2013 წლის 12 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. იმავე წლის 26 სექტემბერს კი აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გურგენიძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავრი მოწმე რუსლან მამედოვი იყო, თუმცა სასამართლო სხდომაზე გურგენიძის წინააღმდეგ ჩვენება იმ სამართალდამცველებმაც მისცეს, რომლებიც გურგენიძის დაკავებაში მონაწილეობდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ გურგენიძემ  ცნობის გაცემის სანაცვლოდ  რუსლან მამედოვისგან ქრთამი აიღო, რასაც თავად ბრალდებული უარყოფს. 

15 ოქტომბრის პროცესის შემდეგ ტარიელ გურგენიძის მეგობრები და თანასოფლელები აცხადებენ, რომ რუსლან მამედოვმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა და მოსამართლემ სიმართლის დადგენის ნაცვლად პროკარატურის ვერსია დააკანონა.

„ამ მთავრობას ვუჭერდი მხარს, მაგრამ დღეს ჩვენ თვალწინ ისეთი უკანონობა მოხდა, როგორ უნდა ვირწმუნო ამ მთავრობის, რა გააკეთეს, რა შეცვალეს? პირიქით, უარესობისკენ წაიყვანეს საქმე. ხალხი ისეთი გამწარებულია, მაგათ ხმას ვინ მისცემს. აი, ეს პატიოსანი ადამიანი სოფელს მოაცილეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ დღეს  მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“,- განაცხადა მეჯვრისხევის მკვიდრმა.

,,დღეს უსამართლო პროცესზე ვიყავი. ადამიანი სასამართლოს როდესაც ესწრები კითხვა აღარ უნდა დაგრჩეს ისე უნდა დაიჯერო მიმდინარე პროცესი. ამ პროცესმა ვერ დაგვარწმუნა ტარიელ გურგენიძის დანაშაულში და იმ გამოტანილი განაჩენის სიმართლეში, დაგვრჩა ბევრი კითხვა“,- აღნიშნა ტარიელ გურგენიძის მეგობარმა ოლია ბრაგვაძემ.

მამედოვის გვარი კიდევ რამდენიმე მსგავს გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. სტუდია „მონიტორმა“ ამ თემაზე საგამოძიებო ფილმი მოამაზდა - ,,აგენტი პროვოკატორი“ ხელისუფლების სამსახურში. საგამოძიებო ფილმში საუბარია საქრთველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე  მსგავს ფაქტზე.

ამონარიდი სტუდია ,,მონიტორის“ საგამოძიებო ფილმიდან - ,,მამედოვის მეშვეობით დაკავებული პირების სია ასე გამოიყურება: დავით სუხიაშვილის, ირაკლი ხირდაევის, გელა შიოლაშვილის, ტარიელ გურგენიძის, ელგუჯა კილაძის, მარგალიტა ყულიჯანოვას, გიორგი ნოზაძის სისხლის სამართლის საქმეებში რუსლან მამედოვი როგორც საქონლის მყიდველი მონაწილეობდა და გამოძიების ვერსიით, რწმუნებულებს ქრთამის სახით  300, ზოგიერთს კი 400 ლარი გადაუხადა. რუსლან მამედოვი სისხლის სამართლის საქმეებში  არსებულ  ყველა დოკუმენტში  როგორც რიგითი მოქალაქე ისეა მოხსენიებული. თუ დავუშვებთ, რომ მამედოვი სამართალდამცავების კონფიდენტი ე.წ. „აგენტია“, იურისტების განმარტებით, მაინც კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე“.

გურგენიძის მეგობრები და ოჯახის წევრები გორის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა არ გამორიცხავენ რომ საქმე უზენაეს სასამართლომდეც  მივიდეს.

ახალი ამბები