კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან“ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

„ბავშვები აივანს მოაცილეთ“ - ასე გააფრთხილეს კახეთის მკვიდრი ბელა გოჩინაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში. 2015 წლის 22 მაისს გოჩინაშვილმა ზემოაღნიშნულ აპარატს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა შეეკეთებინათ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან გადაეტანათ მისი საცხოვრებელი სახლის მოშორებით.

„საყრდენი ბოძები ისეა გადაწოლილი, რომ სადენები სახურავთან ახლოსაა, რაც მიზიდვის ალბათობას ზრდის, ნიავიც რომ დაუბერავს, ისე ჭრიალებს, რომ ველოდებით, როდის გაწყდება სადენები, რასაც დიდი ტრაგედია მოჰყვება“,- განაცხადა ბელა გოჩინაშვილმა.

გოჩინაშვილმა რამდენჯერმე ამაოდ მიმართა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” გაკოტრების მმართველს, მამუკა კოპალეიშვილს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატი განმარტავს, ბელა გოჩინაშვილისა და ს/ს ”კახეთის ენერგოდისტრიბუციის” წერილით №809 და ფოტომასალებით ირკვევა, რომ ბელა გოჩინაშვილის სახლთან არსებული  მაღალი ძაბვის 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი განთავსებულია ხის საყრდენ ბოძებზე, რომლებიც ამორტიზებულია და შესაძლებელია, მათი წაქცევის შემთხვევაში საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. 

Humanrights.ge დაუკავშირდა გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერს ავთანდილ ზარდიაშვილს, როგორც მან განაცხადა,  ამ დრომდე გოჩინაშვილის ამბის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. აღნიშნა, რომ ორ დღეში ბრიგადას გააგზავნის და სათანადო დახმარებას გაუწევს.

„დღესვე მივიღებთ სათანადო ზომებს“– განუცხადა humanrights.ge-ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

კახეთში მოსახლეობა, წლების განმავლობაში, ითხოვს ელექტროსადენების საყრდენი ბოძების გამოცვლას. განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სადაც მთავარი ძაბვის სადენები საცხოვრებელი სახლების სახურავებზე, აივნებსა და ეზოებზე გადის. ძველი  ბოძები თითქმის ყველა უბანში რამდენიმე გრადუსითაა გადახრილი, რის გამოც 3 000 ვოლტის გამავლობის სადენებმა განსაზღვრულ ნორმაზე მეტად დაბლა დაიწია და სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს ქმნის.

ახალი ამბები