კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იცავს თუ არა კანონი მომხმარებელთა უფლებებებს საქართველოში

2 ნოემბერი, 2015
 
ნინო ტუღუში

დაობებული პური; ამჟავებული სალათები; ვადაგასული ძეხვი, შოკოლადი, იოგურტი - ეს იმ პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მაღაზიებში ყოველდღიურად იყიდება. ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტის შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას ვებ-გვერდზე momxmarebeli.ge ათავსებს. საიტის ადმინისტრაცია თითოეულ მიმართვაზე რეაგირებს და კონსულტაციას გასცემს. მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება. 

საქართველოში 2012 წლიდან გაუქმდა კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც 1996 წელს მიიღეს. ამ კანონის თანახმად, საქართველოში მომხმარებელს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და/ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადობებში გაერთიანება.“ 

საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, პროდუქტის შენახვის, ვარგისიანობისა და მომზადების წესების დადგენა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეხება. ამასთან, საჯარიმო სანქციებიცაა დაწესებული მავნე და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისთვის. ასევე, ბიზნეს-ოპერატორს აჯარიმებენ იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პროდუქციის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ აწვდის მომხმარებელს.

2015 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა მომხმარებელთა დამოკიდებულებების კვლევა, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის დახმარებით განხორციელდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 24,3% მიიჩნევს, რომ არ არის დაცული სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები, თბილისში კი ეს მონაცემები 28,6% შეადგენს. 

სასურსათო მაღაზიებში გამოვლენილი დარღვევების კვლევის მიხედვით, თბილისის სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა 62.1 %- ის უფლებები ერთხელ მაინც დარღვეულა. კვლევის მიხედვით, უფლებადარღვეული მომხმარებლების 69 %-ს არაფერი მოუმოქმედებია, 6-8 %-მა უფლებადარღვევის ფაქტი მაღაზიაში მომუშავე პერსონალთა გაარკვია, ხოლო 0.2%-მა მიმართა იურისტს.

საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის თქმით, მიუხედავად კვლევაში მოცემული დაბალი პროცენტული მაჩვენებლისა, ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, სამომხმარებლო კულტურა ამაღლდა. მისი თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხი ზოგჯერ სასამართლომდეც მიდის.
„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მომხმარებლის უფლებებების დაცვა ფინანსებს უკავშირდება, მომხმარებელი მაინც იწყებს სასამართლო დავას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ტიპის დავათა უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ მთავრდება“, - აღნიშნა მადონა კოიძემ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 2015 წელს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. 
კანონპროექტი გულისხმობს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს „მომხმარებლთა ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შექმნას, რაც მომხმარებლისა და მოვაჭრის ურთიერთობას კანონიერად დაარეგულირებს. შესაბამისად, მომხმარებლებს შეეძლებათ, კანონით მოითხოვონ უფლებების დაცვა. აღნიშნული კანონპროექტის განხორციელება  2016 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

ახალი ამბები