კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეს-რელიზი: ადამიანის უფლებათა ცენტრი ომის მსხვერპლ მოქალაქეებს დაეხმარება, მიმართონ ჰააგის სასამართლოს

15 ოქტომბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და დაეხმარება 2008 წლის  აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს, თავიანთ საქმეებთან დაკავშირებით, დროულად მიმართონ სასამართლოს ჰააგაში.

2008 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდებოდა აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მსვლელობას საქართველოში. 2011 წელს, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში - „არ შეუძლია, თუ არ უნდა?!“  ამ ანგარიშში, რომლის მომზადებაშიც ადამიანის უფლებათა ცენტრიც მონაწილეობდა, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას, ნაწილობრივ, არც უნარი აქვს და არც სურვილი, აწარმოოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დანაშაულებების ეფექტური გამოძიება“. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აქტიურად გადადგას ნაბიჯები ამ დანაშაულების გამოსაძიებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა კოალიცია სისხლის სამართლის სასამართლოსთვის , რომელმაც 2012 წელს პეტიციით მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება არ მიმდინარეობდა რომის სტატუტის მოთხოვნათა დაცვით .

პარალელურად, 2009 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ დაახლოებით 130 პირის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მიმართა და მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიცოცხლის, წამების აკრძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის დადგენა. საქმეები რუსეთის წინააღმდეგ დღემდე იხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

გუშინ, 14 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელეს ერთობლივი პრეს-რელიზი , სადაც ხაზგასმულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გააქტიურების დიდი მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა, იმედს აძლევს დაზარალებულებს - ომისა და ეთნოწმენდის მსხვერპლ მოქალაქეებს, რომლებსაც საშუალება მიეცათ, პირადად მიმართონ ჰააგის სასამართლოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლოს  2008 წლის  აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების საქმეებზე  30 დღის ვადაში მიმართავს. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეები  საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევებს, სიცოცხლისა ხელყოფისა და მოროდიორობის სავარაუდო ფაქტებს ეხება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები