05:15, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

01.12.2015

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 ნოემბერს, გორში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ადრეული ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში (2011-2013 წ.წ.) 7 367 გოგონამ (მე-7- მე- 9 კლასის მოსწავლეებმა) განათლების მიღება შეწყვიტა ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ იმ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრები ხშირად უარყოფით როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ადრეულ ქორწინებას, რომელიც უმეტესწილად განათლების მიღების შეწყვეტით მთავრდება. 

„ვაპროტესტებთ  ადრეულ ქორწინებას, რომლის მსხვერპლი არიან გოგონები. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში, ათასობით გოგო უარს ამბობს პიროვნულ ზრდაზე, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. ყოველწლიურად ათასობით გოგონა ვერ იღებს განათლებას და სამომავლოდ გვევლინება ობიექტად, რომელიც შეიძლება, გახდეს ჩაგრული, კერძოდ, დარჩეს იმ სიავეებისა და სიკეთეების იმედად,  რომელსაც მას მომავალი ქმარი შესთავაზებს, რადგან მას არ  ექნება განათლება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში, განერიდოს ძალადობას და დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება“,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გვანცა დოლუაშვილმა.

აქციაში მონაწილეობას სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მიეცით გოგონებს საკუთარი ცხოვრების თავად განკარგვის უფლება, არჩევანი, სწავლა და დამოუკიდებლობა.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ყოველდღე ოთხი არასრულწლოვანი გოგო ხდება დედა,  რაც სარისკოა მათი სიცოცხლისა  და ჯანმრთელობისთვის.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით  უკვე მიიიღო  კანონპროექტი,  რომელიც 16 წელს მიღწეული გოგონათა ქორწინებას ეხება.  კანონპროექტის  მიხედვით, ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნება მშობლებს და ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. საკანონმდებლო  ინიციატივის ავტორის თამარ კორძაიას თქმით, მომავალში, საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC