05:16, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

წინადადება საქართველოს მთავარ პროკურორს ქობულეთის პოლიციის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყების შესახებ

04.12.2015

 
2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს.

ბრალდებულები რ.ტ., ბ.მ., გ.გ. და გ.კ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შედგენილ ახსნა–განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ შსს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები უმოწყალოდ ცემდნენ და გაუპატიურებისა თუ ახლობლისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.

დროებითი მოთავსების იზოლატორში წარმოებული გარეგნული დათვალიერების ოქმების მიხედვით, ოთხივე დაკავებულს იზოლატორში მიღების დროს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სამი მათგანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც რამდენჯერმე გახდა საჭირო.

დაკავებულთან მოპყრობის წესები, შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად არაერთი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და, შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს წინადადებაში მოყვანილი ფაქტების სათანადო გამოძიებას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, დადგება დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC