კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის პოლიციის თანამშრომლების საქმეს შსს გენერალური ინსპექცია სწავლობს

9 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

29 ნოემბერს ქ. გორის ცენტრში პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი საკრებულოს წევრ თამარ თედლიაშვილის შვილია. თედლიაშვილის თქმით, დაკავებისას კრიმინალური განყოფილების მორიგე ჯგუფის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა.

 პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა ღამის ორ საათამდე გაგრძელდა, ოთხივე დაკავებული პოლიციამ გაათავისუფლა. პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ ახალგაზრდებმა შსს გენერალურ ინსპექციას საჩივრით მიმართეს. ასევე განცხადება დაწერეს სახალხო დამცველის სახელზე. თამარ თედლიაშვილს იმედი აქვს,  რომ გენერალური ინსპექცია ფაქტზე ობიექტურ მოკვლევას ჩაატარებს და პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაისჯებიან.

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ საჩივრის საფუძველზე საქმეზე მოკვლევა დაიწყო და გამოძიება მიმდინარეობს. 

ახალი ამბები