კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

11 დეკემბერი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 7  071  000 ლარით განისაზღვრა.  აქედან  1 700 000 ლარი სახელფასო ფონდია. 2015 წელს სახელფასო ფონდი 1 630 000 შეადგენდა, რომელიც გამგეობამ ახალი წლიდან   70 000 ლარით გაზარდა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრემიების მუხლი არ არის შეტანილი, თუმცა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გიორგი მანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლებს, დამსახურების შემთხვევაში, დანამატიც მისცენ.

„პრემიები სახელფასო ფონდში შედის, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, გავცეთ თუ არა. მიმაჩნია, რომ თანამშრომლების წახალისების მიზნით პრემიები უნდა გავცეთ, რათა მათ კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩინონ თავი“,- განაცხადა გიორგი მანგოშვილმა.

ბიუჯეტიდან სოციალური სფეროსთვის 469 000 ლარია გამოყოფილი, ამ თანხაში შედის ჯანდაცვის სამსახურის ხარჯებიც. გამგეობამ 2016 წლის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი ნეკრესის ეპარქიის კვებისა და სამეურნეო ხარჯებისთვის გამოყო. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გამოტანილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებმა შენიშვნების გასასწორებლად გამგეობას უკან დაუბრუნეს.                      

„პრობლემა არის ის, რომ პროგრამული ბიუჯეტი არ აქვთ გაკეთებული ა(ა)იპიებს, არადა ა(ა)იპიებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება, მაგრამ კონკრეტულად რა მიმართულებებში იხარჯება არ არის გათვალისწინებული. ეს პრობლემა არც შარშან იყო გათვალისწინებული და ჩვენ არც მაშინ დავუჭირეთ მხარი. საუბარი იყო, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში პედაგოგებისთვის ხელფასი გაგვეზარდა, თუმცა ახალ ბიუჯეტში მსგავსი რამ არ არის გათვალისწინებული“,- აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ევა ლომთაძემ.

ამავე მოძრაობის წევრის, ვახტანგ დოლიძის შეფასებით, პრიორიტეტი ხელფასების ზრდა კი არა, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება უნდა ყოფილიყო, ეს პრობლემა  მოსახლეობას აწუხებს, რომელიც სრულყოფილად არ არის განხილული.

მთავარ საფინანსო დოკუმენტს ბურჯანაძე-დემოკრატების წევრი ზვიად ხვედელიძე ხელფასების ბიუჯეტს უწოდებს. 
„2016 წლის ბიუჯეტი გაუმჭირვალეა, არ არის ფუნქციონალურ-პროგრამული ჩაშლა. ვფიქრობ, რომ დროში იყვნენ შეზღუდულები, რადგან დროულად არ დაიწყეს ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა. 15 დეკემბრამდე აქვთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადა, რათა შესწორებული ვარიანტი შემოიტანონ სხდომაზე განსახილველად“,- განაცხადა ზვიად ხვედელიძემ.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში გამგეობა ცვლილებებს თუ არ შეიტანს, ოპოზიცია 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. თუმცა, საკრებულოში უმრავლესობა ქართული ოცნების წევრია. 

ახალი ამბები