კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ - კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

22 დეკემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი

15 დეკემბერს „მედიის განვითარების ფონდმა“ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია - „ახალგაზრდების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი“ - გამართა. პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს CRRC-ის მიერ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ინიციატივით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება“ – შესაძლო გავლენა და გამოყენება ევროინტეგრაციის თაობაზე კომუნიკაციის სტრატეგიისათვის და ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები აღნიშნული კვლევების საფუძველზე.

„გამოკითხვა სექტემბერში ჩატარდა, რომლის მიზანი იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დამოკიდებულებების კვლევა, გამოიკითხნენ 17-დან - 35 წლამდე რესპონდენტები. ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირებულად, გამოკითხვების თანახმად, თავს მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 14 %“,- აღნიშნა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმდჯომარე თამარ კინწურაშვილმა.

მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„დღევანდელ პრეზენტაციაზე განვიხილეთ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სახელმწიფოს კომუნიკაციის სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მრჩეველმა ნოდარ ტიგინაშვილმა.

ახალი ამბები