კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე

23 დეკემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიკერძოებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

2014 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ილია აფხაზავა ყოველგვარი განმარტების გარეშე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების №6 დაწესებულებაში, სადაც იმ დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ამის გამო იქ მხოლოდ სამეურნეო ნაწილში დასაქმებული მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ. მსჯავრდებული ილია აფხაზავა სამეურნეო ნაწილში დასაქმებული არასდროს ყოფილა. ამიტომ მისთვის გაუგებარია, ყოველგვარი განმარტების გარეშე, რატომ გადაიყვანეს №6  დაწესებულებაში.

მსჯავრდებული ილია აფხაზავა აცხადებს, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მან სცადა თავის მოკვლა. დაწესებულებაში მიყვანიდან მეორე დღეს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, 20 დღით მოათავსეს სამარტოო საკანში, სადაც დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებოდნენ, რომ მიაყენებდნენ ისეთ შეურაცხყოფას, რაც აისახებოდა მის მომავალზე. მსჯავრდებულის ინფორმაციით, №6 დაწესებულების თანამშრომელთა მიერ მის მიმართ და ასევე სხვა მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

მსჯავრდებულმა მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამის საპირისპიროდ, ერთი წლის თავზე, სასჯელის მოხდის ბოლო თვეებში, საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებული დაკითხა დაწესებულებაში აკრძალული ნივთის ქონის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით. 

მოვლენების მიმდინარეობა ადამიანის უფლებათა ცენტრს უჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საქმე შესაძლოა, გვქონდეს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო ხანს დანერგილ მანკიერ პრაქტიკასთან, რა დროსაც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე ხდება ზეწოლა, რათა მათ საკუთარი ნებით უარყონ მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის არქონის შესახებ. მსჯავრდებულებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის დამატების მუქარა გამოგონილი ან პროვოცირებული დანაშაულის ბრალდებით. არასათანადო მოპყრობის უარყოფის შემდეგ კი, მათ უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას . 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს დროულად და ეფექტურად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და  მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტების თაობაზე.

საქართველოს მთავარ პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში გამოიძიოს მსჯავრდებულ ილია აფხაზავას მიმართ, №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და   არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები. დაიკითხონ №6 პენიტენციური დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს მსჯავრდებულის „სრული შემოწმება“.
 
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროზე, მთავარ პროკურატურაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი მსჯავრდებულ ილია აფხაზავას უფლებების დასაცავად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები