კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონის სოფლებში სარეზერვო მიწების გასხვისებას აპროტესტებენ

25 დეკემბერი, 2015
 
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სარეზერვო მიწების გაყიდვის ფაქტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს საძოვრებად იყენებდნენ. დიცში მაცხოვრებლების ინფორმაციით, 1991-92 წლებში, როდესაც საქართველოში მიწების პრივატიზაცია მოხდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის თითოეულმა მცხოვრებმა გარკვეული მიწის ნაკვეთი დათმო, რათა სოფელს ჰქონოდა სარეზერვო მიწები, სადაც პირუტყვს აძოვებდნენ. სარეზერვო მიწები 124 ჰექტარს შეადგენდა. 

აქედან 81 ჰექტარი მიწის პრივატიზება ინდოელ ფერმერზე განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტს თავის დროზე ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. დიცელებს ნახირი მეზობელი სოფლის -ერგნეთის საძოვრებზე გადაჰყავდათ, თუმცა საძოვრებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დამუშავება ერგნეთშიც დაიწყეს. მოსახლეობა სოფლის სარეზერვო მიწების დაბრუნებას მოითხოვს. 

,,სოფელში სხვა შემოსავალი არ გვაქვს, გარდა მსხვილფეხა პირუტყვისა, პირუტყვს კი ვერ ვაძოვებთ, რადგან მიწები წართმეული გვაქვს, საძოვრებისთვის განსაზღვრული ტერიტორია   თვითნებურად მუშავდება.  ეს მიწები სოფლის საძოვრებად უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვითხოვთ, დატოვონ ის მიწები, რაც სოფელს ეკუთვნის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან სასამართლოს გზით დავიბრუნებთ, ან   აქციებს დავიწყებთ“, - განაცხადა ადგილობრივმა გია მძინარაშვილმა.

აქციის მონაწილებს  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შეხვდა, ონიაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, რომ საძოვრების ნაწილს იჯარის ვადა გაუვიდა, ნაწილი კი კვლავ იჯარით არის გაცემული.

 „მიწის იმ ფართობს, რომელზეც დიცის მაცხოვრებლები საუბრობენ, წელს აღარავინ ამუშავებს, შარშან კი მუშავდებოდა, ეს არის სოფლის სარეზერვო მიწებიდან 17 ჰექტარი, სადაც იჯარა გაუქმებული იყო, ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს 
ბალანსზეა. 2008 წლის შემდეგ სოფლის სარეზერვო მიწების 17 ჰექტრის იჯარა გაუქმდა, თუმცა  მაინც მუშავდებოდა”,- განაცხადა სოფელ დიცში გამგებლის წარმომადგენელმა მურმან ბადაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, სოფელ დიცის მოსახლეობის მიერ ხსენებულ 17 ჰექტარ მიწას ფლობდა მოიჯარე, რომელიც გარდაიცვალა და შემდეგ მისმა მემკვიდრემ შეიტანა გამგეობაში განცხადება პრივატიზაციის მიზნით,  რაზეც უარი ეთქვა, რადგან გამგებლის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტისას მოსახლეობის აზრი გაითვალისწინეს. სოფელ დიცის მოსახლეობის მსგავსად სარეზერვო მიწების დაბრუნებას ითხოვენ სოფელ ძევერის მკვიდრნიც. მათი თქმით, მიწები უკანონოდ გასხვისდა და სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა.

„ჩვენს სოფელს მიწები გაუყიდეს, მიცვალებულის დასამარხი მიწაც კი აღარ არის სოფელში“,- აღნიშნა სოფელ ძევერის მცხოვრებმა რუსუდან მელქუაშვილმა. აქციის მონაწილეებთან  შესახვედრად მხარის გუბერნატორისმოადგილე და გამგეობის  წარმომადგენელი ჩავიდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც სოფლისთვის საჭირო ნაკვეთები იჯარით გაასხვისა, რაც შეეხება კერძო მოიჯარეს, მის შემთხვევაში კანონი დაცულია.

 „საკითხს დეტალურად შევისწავლით და შემდეგ მოგახსენებთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ მიწები 2012 წელს გაყიდეს აუქციონის წესით“, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილე იოსებ ოქრომელიძემ.

გამგებლის იურიდიული სამსახურის უფორის, რევაზ გოგიაშვილის განმარტებით, მიწა გაყიდულია და კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რასაც კონსტიტუცია და კანონი იცავს. 

„გავეცანი დოკუმენტაციას და იურიდიულად კანონიერად არის გაყიდული, მაგრამ სახელმწიფოს მიდგომა იყო არასწორი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და 
სოფლის საძოვრები გაყიდა“, - აღნიშნა რევაზ გოგიაშვილმა. სოფელ ძევერის მოსახლეობა მიწების დაბრუნებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება.
 

ახალი ამბები