კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. ვებგვერდი: www.HumanRights.ge 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე პროექტის „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში.“ პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლსა და კახეთში. 

თანამდებობა: იურისტი 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის  15 იანვარი 1800 საათი

ადგილმდებარეობა: რუსთავი, ქვემო ქართლის რეგიონი
განაკვეთი: სრული  
ხელფასი:   740 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარებში (დარიცხული)

მოვალეობები: 

*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
*სამიზნე ჯგუფებთან გასვლითი შეხვედრების ორგანიზება და ადგილზე პრობლემების ადვოკატირება
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება ადგილობრივი სასამართლოებისათვის;
* საჭიროების შემთხვევაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის განაცხადის მომზადებაში მონაწილეობა
*ადგილობრივ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
*ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი პრობლემების ადვოკატირება;
*პროექტის ფარგლებში ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები 

*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე 4-5 წლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე  B2 დონეზე
*დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
*კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hridc@hridc.org

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 იანვარი, 18:00 სთ. 

გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.