კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს პარლამენტს ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შესახებ

13 იანვარი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღემდე არის საპროკურორო საბჭოს წევრი, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს მისი მხრიდან შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელესაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების კუთხით. 

იმ პირობებში, როდესაც საპროკურორო საბჭოს ძირითად მიზანს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრად დარჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მიუკერძოებლად წარმოებას.

პროკურატურაში გამოძიება წარმოებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე. ამ დროს, ეკა ბესელია კვლავ საპროკურორო საბჭოს წევრია და საქართველოს პარლამენტი ამაზე არ რეაგირებს. საზოგადოებაში ჩნდება ლეგიტიმური  ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და ამავე დროს, ხელს აფარებს მაღალჩინოსან დეპუტატებს. 

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტი არასათანადოდ  აანალიზებს მის პასუხისმგებლობას გამოძიების პროცესის მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარმოების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და რეაგირების გარეშე ტოვებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

 სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
 რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებს -  მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბრალს სდებს ზეწოლაში და საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის უმაღლესი თანამდებობის პირების კანონდარღვევის ფაქტებს. ამასთანავე, გამოძიების ობიექტურად უზრუნველყოფის კუთხით, საქართველოს პარლამენტმა თანამდებობრივი უფლებამოსილება უნდა უნდა შეუჩეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს პარლამენტს:
  
მიიღოს გადაწყვეტილება ეკა ბესელიასთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის შეჩერების თაობაზე;
შექმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ სავარაუდოდ განხორციელებული კანონდარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით;
დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თანამდებობრივი უფლებამოსილებები შეუჩეროს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მანანა კობახიძეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები