კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება

22 იანვარი, 2016
   ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 იანვარს   ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ რიგით  62-ე შეხვედრაზე  განსახილველ საკითხთა სიაში ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებები განიხილეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ბოლო ერთ თვეში 11 დაკავებულიდან ყველა მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა ცხინვალის ციხეში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომელთაც  ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

,,ბოლო შეხვედრიდან დღემდე ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის 11 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან სამი ფაქტი - 2016 წლის იანვრის თვეში. დღევანდელი მონაცემებით უკანონო პატიმრობაში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომლებიც 2015 წლის ნოემბერში და 2015 წლის აპრილში დააკავეს. სასაუბრო თემებს ასევე განეკუთვნებოდა ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, ღობეებისა და მავთულხლართების უკანონოდ აღმართვის ფაქტები, რაც უხეშად არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას“, - განცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან  სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე ოსურ მხარეს ერთი კვირის წინ დაკარგული რუსი ჯარისკაცის ძებნაში დახმარება ქართული მხარისთვის არ უთხოვია. როგორც სააგენტო “ოს ინფო" იუწყება, 19 წლის ვიქტორ ივანოვის სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან სამართალდამცავები. ცხინვალის ქალაქის ქუჩებში დაკარგული ჯარისკაცის ფოტოებია, ხოლო მისი პოვნისთვის ჯილდოდ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 150 000 რუსული რუბლი დაასახელა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დავით ბაშარულის გარადაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ,  რომელიც  ოკუპირებული ახალგორიდან წელიწადნახევრის წინ  გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში კი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. 
 
,,რაც შეეხება დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვა მის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც ჩატარებული არის ვლადიკავკაზში არ ემთხვევა ექსპერტიზის შედეგებს, რომლებიც ჩატარებული არის თბილისში. ბუნებრივია, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ამომწურავ პასუხებს, იმ კითხვებზე რაც გვაქვს, ბუნებრივია, მუდმივად დავსვამთ კითხვებს“,- განცხადა ბერაიამ.

შეხვედრაზე საუბარი სამეურნეო ნაწილსაც შეეხო, კერძოდ კი ტირიფონის არხის იმ ნაწილის გაწმენდვით სამუშაოებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ახალი ამბები