კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკრებულომ ორი მაღალჩინოსნისთვის ავტომობილების შესაძენად 45 000 ლარი გამოყო

26 იანვარი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშაძისა და მისი მოადგილის, გია გიგიაშვილის ავტომობილების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 გამოიყო. 

„ჩემი ავტომობილი ამორტიზებული იყო, ჩემს მოადგილეს კი სამსახურის მანქანა არ ჰყავდა და საკუთარი მანქანით დადიოდა სამსახურეობრივ საქმეებზე. ამიტომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომობილების შესაძენად 45 000 ლარი გამოიყო“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ამის შემდეგ იქნება ცნობილი ავტომობილების მარკებიც.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი ამბობს, რომ მას ავტომობილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებლად სჭირდება. იგი აქამდე საკუთარი „გოლფის“ მარკის ავტომობილით სარგებლობდა: „მუდმივად მიწევს სასოფლო-სამეურნეო მიწების მონახულება, ამასთან კომერციული ფართების შესახებ ინფორმაციის გარკვევა, ამიტომ გადაადგილებისთვის საჭირო იყო სამსახურის მანქანის გამოყოფა“.

საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ავტომობილებისთვის გამოყოფილ თანხას  არამიზნობრივ  ხარჯებს უწოდებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ვარდოშვილი. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ავტომანქანების შესყიდვაზე გაცილებით მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე, მაგალითად, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამისათვის.

„სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამისთვის 41 000 ლარი გამოიყო, კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 47 000 ლარი. ამ დროს კი საკრებულო ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობს და თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მანქანების შესაძენად 45 000 ლარს გამოყოფს, რაში სჭირდებათ ძვირადღირებული მანქანები“,- აღნიშნა ნიკოლოზ ვარდოშილმა.

ახალი ამბები