21:54, Saturday, 18.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქეთევან ციხელაშვილი: „როდესაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, ეს უკანონო ქმედებაა“

29.01.2016

ქეთევან ციხელაშვილი
 
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. “საზღვრის” უკანონო კვეთის ბრალდებით 341, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 162 მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ავრცელებს. 

2009-2015 წლებში ე.წ. „საზღვრის“ უკანონო კვეთის ბრალდებით სულ საქართველოს 2 481 მოქალაქეა დაკავებული, აქედან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 1 641 და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 840 პირია დაკავებული.

20 იანვარს ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, 2015 წლის დეკემბრის და 2016 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 11 მოქალაქე დააკავეს და თერთმეტივე მათგანი გათავისუფლებულია.  საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის სასამართლომ ე.წ. „საზღვრის“ არაერთჯერადი დარღვევის ბრალდებით გაასამართლა და ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

humanrights.ge საოკუპაციო ხაზის სოფლებში შექმნილ მდგომარეობაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს ესაუბრა.

ოფიციალური ინფორმაციით, გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები ე.წ. „საზღვრის“ გადალახვისას. აქვს თუ არა სახელმწიფოს სტრატეგია და რას გეგმავს იგი კონფლიქტის ზონაში მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით?

როდესაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, ეს უკანონო ქმედებააა. ზოგჯერ ადამიანებს ჯგუფურად აკავებენ საზღვრის გადალახვისას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ერთი ადამიანიც კი რომ დააკავონ საზღვის გადალახვისას, ეს საკითხი მწვავეა და დღის წესრიგიდან არასოდეს არ უნდა მოიხნას.
 
საერთოდ არ უნდა იყოს ხელოვნური ბარიკადები და არ უნდა აკავებდნენ ადამიანებს საზღვრის გადალახვისას. განსაკუთრებით სენსიტიურია ეს საკითხი სადღესასწაულო დღეებში. ჩვენი სურვილია, სამედიცინო დახმარების მაძიებლებს, ბავშვებსა და ადგილობრივებს, რომლებიც საკუთარი მიწის დასამუშავებლად თუ დღესასწაულების აღსანიშნად მიდიან, გაუადვილდეთ საზღვრის გადალახვა.

როდესაც ხდება დაკავების ფაქტი, ასეთ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული მექანიზმი ირთვება იმისთვის, რომ მაქსიმალურად  მოკლე ვადაში გაათავისუფლონ დაკავებული. დაკავებულის გასათავისუფლებლად პირველი მექანიზმია კომუნიკაცია დე-ფაქტო მაკონტროლებელ ორგანოებთან. კომუნიკაციის პროცესში ერთვება ევროკავშირის სადამკვირებლო მისია, რომელიც იწყებს ცხელი ხაზის მეშვეობით მუშაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. 

დაკავებულები რუს სამხედროებს მიჰყავთ და შემდეგ გადასცემენ ოსებს, რომლებიც ოჯახებისგან გამოსასყიდს ითხოვენ. დაახლოებით 2 ათასი რუბლის ოდენობით, რაც ამ ოჯახებისთვის დიდი ტვირთია.

გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზთან მდებარე სოფლებში ყველგან არ არის ბუნებრივი აირი შეყვანილი. ერთ-ერთი სოფელია  ფხვენისი. 

ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ საოკუპაციო ზონის ყველა სოფელში გაყვანილი იქნებოდა გაზი. როდის მოხდება დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება?

მთავრობამ რადგან საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში შეეყვანა ბუნებრივი აირი, ამას აუცილებლად შეასრულებს. თუმცა, ზოგ სოფელში ვერ მოესწრო და დაგვიანდა გაზიფიცირების პროცესი, ამიტომ ჩვენ გავიმეორებთ წინა წლის პრაქტიკას და ამ სოფლის მოსახლეობას შეშის ვაუჩერებს დავურიგებთ. გაზიფიცირების პროცესის დასრულებაზე მუშაობა მიდის, რათა უმოკლეს ვადებში მიეწოდოს ბუნებრივი აირი ყველა იმ სოფელს, რომელიც მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ამ სოფლებს სახელმწიფო უფასოდ მიაწოდებს ბუნებრივ აირს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ტირიფონის არხის იმ ნაწილის გაწმენდაზე იმსჯელეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. დამატებით კიდევ  რა პროცედურებია გასავლელი, რომ არხმა ფუნქციონირება დაიწყოს და თუ არსებობს კიდევ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები და რა ვადებში იქნება შესაძლებელი სარწყავი არხის პრობლემის მოგვარება?  

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში 20 იანვარს გამართულ შეხვედრაზე დეტალურად იქნა ეს საკითხი განხილული. მათ შორის სპეციალისტების მხრიდან არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია იყო  წარმოდგენილი. იმედის მომცემი მინიშნებები არის იმის შესახებ, რომ გაგრძელდეს მუშაობა ტირიფონის არხის გაწმენდით სამუშაოებზე. ეს მოითხოვს ყველას ჩართულობას და ამასთანავე არხის გაწმენდა ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს,  ამიტომ რადგან არსებობს ეს პოზიტიური ნიშნები, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მივაღწევთ შედეგს.

მიმდინარე წელს რა ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი კონფლიქტის ზონის სოფლებში?

ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროგრამების განხორციელებას, რომელიც დავიწყეთ ჯერ კიდევ 2013 წელს. ბევრი რამ კეთდება განათლების სფეროში, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. გაიხსნა საბავშვო ბაღები, სადაც ამის საჭიროება იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს და იმედია, დონორებიც გამოჩნდებიან, რათა ისეთი ინიციატივები განხორციელდეს, რაც რეგიონში ეკონომიკური შემოსავლის წყაროებს გააჩენს და ახალ ეკონომიკურ ინიციატივებს მისცემს ბიძგს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC