კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია გაიმართა

11 თებერვალი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია ჩატარდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.  შეხვედრა, რომელიც გურჯაანის სამუსიკო სკოლაში შედგა ხმაურის ფონზე დაიწყო. ადგილზე მმართველი კოალიციის ბიუროს წევრები ხათუნა ბეციაშვილი და ციცინო ღვინიაშვილი მივიდნენ, მაგრამ ისინი უკან გამოაბრუნეს, რადგან ისინი დამსწრეთა სიაში არ აღმოჩდნენ.

ხათუნა ბეციაშვილისა და ციცინო ღვინიაშვილის განცხადებით, კონფერენციას ქართული ოცნების ღირსეული წევრების ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ისინი კონფერენციაზე გაურკვეველი მიზეზით არ მიიწვიეს. კონფერენციიის დასასრულს ბიუროს წევრები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს შეხვდნენ და მისგან ვითარებაში გარკვევის პირობა მიიღეს.

 „კალაძემ მითხრა, თბილისში გავარკვიოთ ვითარებაო. მე კახეთში ქართული ოცნების შექმნაში ლომის წილი მიმიძღვის, ახლა კი კონფერენციიდან გამომაგდეს. აუცილებლად შევხვდები კალაძეს და ყველაფერს მოვუყვები. მე რომ ვყოფილიყავი კონფერენციაზე, ვანო ბერიძიშვილს ვერ აირჩევდნენ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ”, - განაცხადა ციცინო ღვინიაშვილმა.

კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გახდა. ბიუროს წევრები კი - დავით ლაღიძე, ლევან ხაზიური, ზაქრო ქაჩლიშვილი, თამაზ შიშნიაშვილი და ეთერ ლოლაძე.

„ქართული ოცნების" კონფერენციის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ თელავში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ მოახდინონ ტარიფების გათანაბრება  საქართველოს მასშტაბით, რათა თითოეულ მოქალაქეს  ერთნაირი ტარიფი ჰქონდეს. 

„ეს არის 2008-2009 წლებში მიღებული გადაწყვეტილება სოციალური სეგმენტის ნაწილობრივი დერეგულირების მიზნით. ეს მიზანმიმართულად გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს, რათა წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის. იმ მიზნით, რომ არა მხოლოდ კომპანია სოკარს და სახელმწიფოს ეწარმოებინა სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებსაც, ვისაც ამისი სურვილი ჰქონდა. ამაში ვერც სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს დარეგულირებული სეგმენტია. პრობლემა არა მარტო კახეთში, არამედ სხვადასხვა რეგიონშიცაა. მაგალითად თბილისში, მუხიანის დასახლებაში ორი ლიცენზიანტი კომპანიაა. აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორეს მაღალი. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ, რომ ტარიფების გათანაბრება მოვახდინოთ, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთნაირი ტარიფი ჰქონდეთ ", - განაცხადა  ენერგეტიკის მინისტრმა.

ახალი ამბები