კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

12 თებერვალი, 2016
 
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს და ითხოვს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

მოქმედი კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას მოსამართლეთა დანიშვნა ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს. საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის (ან დანიშვნაზე უარის) შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება. გადაწყვეტილების ფარულობა კი გამორიცხავს მისი დასაბუთების შესაძლებლობას.

ამდენად, მოსამართლეთა კონკურსში მონაწილე სუბიექტებს არ აქვთ შესაძლებლობა საბჭოს მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში (დისკრიმინაცია, პროცედურული დარღვევები და ა.შ) სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები. კოალიციის მოსაზრებით, დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არარსებობა არაკონსტიტუციურს ხდის მთლიანად მოსამართლეთა დანიშვნის მოქმედ ინსტიტუტს და წარმოშობს გასაჩივრებული ნორმების წინააღმდეგობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით (სასამართლოსთვის მიმართვისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება).

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კომპეტენციას წარმოადგენს, ეს არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის გავრცელების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, კანდიდატების მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს.    

აქედან გამომდინარე, კოალიცია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს მოსამართლეთა დანიშვნის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობას, იმ შინაარსით, რომელიც გამორიცხავს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არსებობას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კი კოალიცია შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩრებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოუსწორებელი შედეგი - ვაკანტური ადგილების არაკონსტიტუციური გზით შევსება, რაც შემდგომში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, აზრს დაუკარგავს მოსარჩელეების მოთხოვნას და ინტერესს, რამდენადაც აღარ იარსებებს ვაკანტური ადგილები.  

ახალი ამბები