ლელა ხეჩოშვილი, კახეთი
18 თებერვალს, თელავში ძლიერმა ქარმა კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია შენობის ფანჯრები, გაწყვეტილია ელექტროსადენები, შესაბამისად, ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
როგორც humanrights.ge-ს ქალაქის მერიაში განუცხადეს, შეიქმნება კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ძლიერმა ქარმა თელავში, ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეები ამოთხარა, რის გამოც სამანქანო გზა ჩაკეტილია. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს გზის გასუფთავება.