კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა საქართველოში“

24 თებერვალი, 2016
 
 
24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ანგარიში - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა საქართველოში“.
ანგარიში წარმოადგენს შედეგებს პროექტისა - „რელიგიურ უმცირესობათა მემკვიდრეობის შენარჩუნება“, რომელიც განხორციელდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 26 თებერვლამდე, კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
 
პროექტის ფარგლებში, რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა ვიზიტები რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში, სადაც შეისწავლა სინაგოგების, მეჩეთებისა და ყოფილი კათოლიკური ეკლესიების მდგომარეობა და სხვადასხვა პრობლემა. მონიტორინგის ჯგუფმა, ასევე, შეისწავლა თბილისში არსებული იმ ტაძრების მდგომარეობა, რომელთა საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, მათ შორის არის ტაძრები, რომელთა კუთვნილების საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. 

საერთო ჯამში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა მოახდინეს 17 ღვთისმსახურების ადგილისა და საკულტო ნაგებობის ფოტო და ვიდეო დოკუმენტირება. პროექტში მონაწილეობდა ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რომელმაც მოამზადა ფოტოსურათები გამოფენისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობა“. რამდენიმე ტელემაუწყებლის ეთერში განთავსდა სოციალური რეკლამა, მოწოდებით: „დაიცავი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა!“ პროექტში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, რომელმაც პროფესიულ დონეზე შეისწავლა რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა. მან შეაფასა იმ ძეგლების ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება, რომლებსაც ოფიციალურად არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ფლატესა და ადიგენში მდებარე მეჩეთებს მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი, საკითხის ყოველმხრივი შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით, შეხვდა რელიგიური უმცირესობების, საპატრიარქოს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლებს. 


ახალი ამბები