კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ავთანდილ მათიაშვილი დახმარებას ითხოვს

29 თებერვალი, 2016
 
ეკატერინე ჩახვაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებ ავთანდილ მათიაშვილსა და მის მეუღლეს, მარინე მათიაშვილს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მათიაშვილების თქმით, მაშინ როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ, სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსია კი წამლებისთვისაც არ ჰყოფნით.

ავთანდილ მათიაშვილს 2015 წელს დაუდგინდა კუჭის ავთვისებიანი სიმსინვე, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაცია. მან კუჭის ოპერაცია 2015 წლის 21 აგვისტოს გაიკეთა. რის შემდეგაც საჭიროა, ქიმიოთერაპიის კურსები. 

„ოპერაცია ახალი ჩატარებული მქონდა, როდესაც სახლში წოლით მდგომარეობაში მყოფთან სოციალური აგენტი მოვიდა და ჩემი ოჯახი შეამოწმა. ამის შემდეგ მაღალი ქულები მოგვანიჭეს, რის გამოც სოციალური დახმარება შემიწყდა.  ცნობაც კი წარვადგინე, რომ გავდიოდი ქიმიოთერაპიის კურსს, რის საფუძველზე კვლავ გადამამოწმეს, თუმცა ისევ მაღალი ქულები მოგვანიჭეს“, - აღნიშნა ავთანდილ მათიაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. მინიჭებული საერიტინგო ქულის შეცვლა დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაა შესაძლებელი.
მათიაშვილების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფომაცია, რატომ მოუვიდათ მაღალი ქულები.

„არაფერი შეგვიძენია, ისევ ძველებურად ვცხოვრობთ. მიმაჩნია, რომ უსამართლობაა გაჭირვებული ოჯახისთვის დახმარების შეწყვეტა და უმძიმეს მდგომარეობაში დატოვება.ეს იგივეა, წაქცეულს ყელში დანა გამოუსვა“,- აღნიშნა ავთანდილ მათიაშვილმა.

მათიაშვილების ოჯახმა დახმარებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს განცხადებით მიმართა. ისინი ითხოვენ, სარეიტინგო ქულების გადამოწმებას და ოჯახის ხელახლა შემოწმებას.

მათიაშვილებმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისსაც მიმართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, მათიაშვილების გარდა, ორგანიზაციას მსგავსი პრობლემით ბევრმა ოჯახმა მიმართა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის მაისში სოციალურად დაუცველის სტატუსი 447 000 ადამიანს ჰქონდა მინიჭებული, ოქტომბერში კი მათი რიცხვი 420 000–ია.

ახალი ამბები