კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლი მსჯავრდებულები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

22 მარტი, 2016
  ქრისტინე პახომოვი

22 მარტს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველებმა  წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების სარჩელებზე ისაუბრებს, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უნდა დაეკისროს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელებით მსჯავრდებულები ითხოვენ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს 500 000 (ხუთი ათასი) ლარი ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს როგორც მსჯავრდებულებმა, ასევე ყოფილმა პატიმრებმა. რამდენიმე მათგანი აღიარებულია დაზარალებულად დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ცემა-წამებაში. გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, აღნიშნული პირები, როგორც მოხელეები მსჯავრდებულების მიმართ ჯგუფურად ახორციელებდნენ წამებას 2006-2012 წლებში.

„სახელწიფო პასუხისმგებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმყოფებოდნენ პატიმრობაში და გადატანილი აქვთ ის მძიმე პერიოდი, რაც სუფევდა გასულ წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პატიმრებს აქვთ გამწვავებული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სახელმწიფო ვალდებულია, აუნაზღაუროს დაზარალებულ მხარეებს მორალური და ფიზიკური ზიანი“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი აცხადებს,  მათი რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრს ჯერჯერობით ხუთმა მსჯავრდებულმა მიმართა. აქედან ორი საქმე უკვე წარმოებაშია.



ახალი ამბები