კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიში-გორსა და კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ დარღვევებზე

25 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

18 მარტს გორის უნივერსიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს 2010 -2013 წლებში გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული მოკვლევის შესახებ ანგარიში გააცნეს. 

ანგარიშში მოცემული  დარღვევები, ძირითადად შესყიდვებს, ინვენტარიზაციას, სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემასა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხებოდა.    აუდიტის სამსახურს შენიშვნები ჰქონდა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან და ჩაბარების ვადებთან, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით.   
„ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც მეტყველებს რომ არის გარკვეული დარღვევები და ხარვეზები, რომლებიც იკვეთება როგორც კასპში, ასევე გორის მუნიციპალიტეტში.   ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, რომ  პასუხისგებაში მიეცეს რომელიმე კონკრეტული ადამიანი,  არამედ  ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებთან ერთად პრობლემების მოგვარებაზე ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ, როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, - განცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ.

აღნიშნულ წლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ორი ხელმძღვანელი ჰყავდა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავით ხმიადაშვილი, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმიადაშვილი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს უწევდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლად საკრებულომ კოალიცია  ,,ქართული ოცნების“ წევრი პაპუნა კობერიძე დანიშნა. 

მაშინდელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიდან შეხვედრას არცერთი მათგანი არ ესწრებოდა. თუმცა, შეხვედრაზე  იმყოფებოდა გორის ამჟამინდელი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გია წვერავა.

„ჩვენთვის ანგარიშის მოსმენა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დაშვებული შეცდომები კვლავ აღარ გავიმეოროთ”,- აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ახალი ამბები