კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

29 მარტი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთში გადატვირთული მოძრაობისა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტი ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის მონაკვეთზე შემოვლითი გზის გაკეთებას მოიცავს. როგორც საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო და მაშინ ვერ განხორციელდა, შარშან, თებერვალში უკვე გააცნეს გურჯაანის თვითმმართველობას და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.  სამშენებლო დერეფანში სახლი ან სხვა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი თუ მოხვდება მსოფლიო ბანკი მათ განსახლებას და კომპენსაციას თავად უზრუნველყოფს.

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან მათი თქმით, პროექტის დაწყება ჭიანურდება, ამასთან, ისინი სახლების შესარჩევადაც ამაოდ დადიან, კომპენსაციას უგვიანებენ. 

„აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ველოდებით, როდის დაიწყება სამუშაოები. თუ ისევ გაჭიანურდება, გვითრხრან, რათა საგაზაფხულო ხვნა-თესვა მაინც დავიწყოთ, პროექტის დაწყება თუ დაგვიანდება, მოსავლის გარეშე მაინც არ დავრჩებით. საცხოვრებელი სახლებიც ძვირდება, კომპენსაციის გადახდას კი აგვიანებენ. მოსახლეობა რომ გაიგო სახლებს ვეძებდით ფასებს მოუმატეს და ძველ, სარემონტო სახლებს 30 000 დოლარს აფასებენ. როგორ უნდა შევიძინოთ. ამასთან, არც ჩემს ოჯახს და არც ჩემს მეზობლებს ჩვენი საცხოვრებელი სახლებიდან წასვლა და სხვაგან დასახლება არ გვინდა, თუმცა სხვა გამოსავალი არაა“,- განაცხადა ოლიკო ქიტოშვილმა.

ერთ-ერთი მცხოვრების, ცისმარ ბუზალაძის თქმით, მას კომპენსაციის სახით 106 000 ლარი შესთავაზეს, რაც გამართული საცხოვრებელი სახლის შეძენისთვის არ ეყოფა. 
„40 წელია, აქ ვცხოვრობ, აქაურობას შეჩვეული, აქედან რომ მასახლებენ იმდენი თანხა უნდა გადამიხადონ, რომ კმაყოფილი დავრჩე“,- აღნიშნა ბუზალაძემ.

მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები აუდიტის სამსახურმა შეაფასა. გზის ახალ პროექტს ეწინააღმდეგება 81 წლის შალიკო ბეროშვილი. მისი თქმით, ახალი გზა მისი სახლიდან ხუთი მეტრის დაშორებით გავა, რის გამოც ეზოს ნაწილს დაკარგავს. 

„კარს რომ გავაღებ გზაზე აღმოვჩნდები, უსინათლო კაცი ვარ, თანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ჩემი სამოძრაო არე ეზოა, ახლა ამასაც მისპობენ. ეზოს მიჭრიან, ჩემი უფლებები შელახეს“,- განაცხადა ბეროშვილმა.
მან დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა, ასევე განცხადება გააგზავნა საგზაო დეპარტამენტში.

ბაკურციხეში სადაც შემოვლითმა გზამ უნდა გაიაროს დასაწყისშივე ორი საერთო საცხოვრებელია, ე.წ. „მეურნეობის ბინები”. ორივე შენობა მოძველებულია, სადაც 36 ოჯახი ცხოვრობს. ისინი შიშობენ, რომ თუ ცენტრალური მაგისტრალი შენობებთან ახლოს გაივლის, სახლებს დანგრევის საფრთხე დაემუქრება.

საერთო საცხოვრებლების ბინადარნი ითხოვენ, რომ  ამ სახლებიდან გაასახლონ. მისცენ კომპენსაცია საბაზრო ფასების მიხედვით სხვა საცხოვრებელი სახლების შესასყიდად. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციების გამართვით იმუქრებიან, რითაც მშენებლობის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები კი მოითხოვენ, რომ დროულად დაიწყონ შემოვლითი გზის გაკეთება, რადგან შეწუხებულები არიან ტრანსპორტის გადატვირთული მოძრაობით. 

როგორც humanrights.ge-ს საგზაო დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტმა, მარიამ ბეგიაშვილმა აცნობა, სოფელ ბაკურციხეში კორპუსების უსაფრთხოების მიზნით, პროექტში დამატებით გათვალისწინებულია ხმის ჩამხშობი სპეციალური კედლების მოწყობა. რის შედეგადაც კორპუსები უსაფრთხოდ იქნება.

რაც შეეხება მოსახლეობას, მისივე თქმით, აუცილებლად, განსახლების პრინციპებიდან გამომდინარე, საბაზრო ფასებით ანაზღაურდება მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების ღირებულება. ბეგიაშვილის თქმით, უკმაყოფილო არავინ დარჩება.

საგზაო დეპარტამენტის პროექტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასაწყებად ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ამჯერად სატენდერო პროცესი მიმდინარეობს.

ახალი ამბები