კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია: სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რიცხვმა მოიმატა

31 მარტი, 2016
 
 
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

30 მარტს საია-ის გორის ორგანიზაციაში თბილისსა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. მონიტორინგი სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენელის, ანალიტიკოსის გოგა ხატიაშვილის განცხადებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს სასამართლოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა გირაოსა და პატიმრობის გამოყენების შესახებ.

 „პროკურატურას თითქმის არასდროს არ მიჰქონდა ინფორმაცია სასამართლოში ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც აყენებდა შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე. მართალია, სასამართლო ხშირად ცდილობდა, თავად დაედგინა ბრალდებულის ფინანსური და ქონებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი გამორკვევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული. ანგარიშის პრეზენტაციის დროს ასევე ყურადღება გამახვილდა ბრალდების  მხარის მიერ სასამართლო პროცესებზე დაყენებულ  შუამდგომლობაზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან, პროკურატურის შუამდგომლობის გათვალისწინებით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხდება. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასევე გაზრდილია გირაოს შეფარდების შემთხვევებიც”,- განაცხადა საია-ს ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა.

,,ანგარიშში ასახულია ის ხარვეზები, რომელიც ახლავს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გამჭირვალობასთან ერთად ჩვენი მიზანია,  რეკომენდაციების შემუშავებაც",- აღნიშნა საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ გვარამაძემ.

ანგარიშის თანახმად, 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მონიტორინგის პერიოდში დასრულებული 53 საქმიდან მხოლოდ 3 შემთხვევაში დადგა გამამართლებელი განაჩენი.

ახალი ამბები