კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისში ქავთარაშვილების სახლი გადაწვეს

21 აპრილი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ომარ ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაწვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ქავთარაშვილები უკვე რამდენიმე თვეა, გროზნოში წავიდნენ სამუშაოდ. მეზობლების ინფორმაციით, ქავთარაშვილების სახლის დაწვა 15 აპრილსაც ცადეს დაუდგენელმა პირებმა, თუმცა მაშინ ხანძრის დროული ლოკალიზება შეძლეს.

დუისის მოსახლეობის თქმით, სახლის დაწვის მოტივი შურისძიებაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ელექტროსადენებიდან ხანძრის გაჩენის მიზეზიც გამოირიცხა, რადგან ქავთარაშვილებს ელექტროენერგია რამდენიმე თვეა, რაც გამორთული აქვთ. 

ხეობის მოსახლეობა მომხდარის დროულ გამოძიებას მოითხოვს, რადგან მათ შიში აქვთ, რომ მომხდარს, შესაძლოა, უფრო დიდი დანაშაული მოჰყვეს.

„ცეცხლი მეორედ რომ გაჩნდა, ვერ მოვახერხეთ დროული ლოკალიზება. ყველაფერი დაიწვა, სახურავი ჩამოწოლილია. ცარიელი კედლებია დარჩენილი“,- განაცხადა ადგილობრივმა თომა ქავთარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები