კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარიანში მცხოვრებ მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება მოუხსნეს

25 აპრილი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

სოციალური მომსახურების სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში მცხოვრებ 57 წლის იამზე ჯიბღაშვილს სოციალური დახმარება მოუხსნა. 

„მარტო ვცხოვრობ უკიდურეს სიდუხჭირეში, არანაირი შემოსავალი არ მაქვს, მიწის ნაკვეთი და მრავალწლიანი ნარგაობაც კი არ გამაჩნია. ამასთან, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, რის გამოც ფიზიკური შრომაც არ შემიძლია, არც პენსია მაქვს. წამალს საერთოდ ვერ ვყიდულობ, მაგრამ პურის გარეშე როგორ ვიარსებო. სოციალური დახმარება ოქტომბერში მომიხსნეს, მანამდე 3 წლის განმავლობაში ვიღებდი სოციალურ დახმარებას და ცოტა შეღავათი მქონდა“,- აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას იამზე ჯიბღაშვილმა.

იამზე ჯიბღაშვილს სარეიტინგო ქულა 102 000 მოუვიდა, რის გამოც ლაგოდეხის სოციალურ სააგენტოს მიმართა, თუმცა მათ განუმარტეს, რომ სახლი გაქვს და მაღალი ქულაც ამიტომ მოგივიდაო. 

„ნოემბრამდე არაფერი გეშველებაო, მანამდე კი შიმშილით მოვკვდები. იქნებ დამეხმაროთ  სოციალური დახმარება აღმიდგინოთ. გარდა ამ პრობლებისა, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ნგრევის პირას მისული სახლი“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის, თამაზ კაკიაშვილის თქმით, იამზე ჯიბღაშვილის პრობლემას შეისწავლის და დაინტერესდება მისი საქმით. თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ იამზე ჯიბღაშვილისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი მაღალი ქულები გახდა. 

კანონმდებლობით ოჯახის შემდგომი გადამოწმება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
 

ახალი ამბები