ხვალ, 11 მაისს, 12:00 საათზე საინფორმაციო სააგენტო PIA-ს პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას წამების მსხვერპლი ყოფილი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ზარალის ანაზღაურებას - 500 000 ლარს ითხოვს. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს თამაზ რასოიანი.
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი