კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია გორში

16 მაისი, 2016
 
ხვალ, 17 მაისს, 11:00  საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი პრესკონფერენციას გამართავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ინდმეწარმის ზარალის ანაზღაურების საკითხზე. 

ინდმეწარმე თემურ გიგაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით გორის რაიონულ სასამართლოს მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. დამოუკიდებელი აუდიტის შეფასებით, მიყენებული ზარალი შეადგენს 285 620 ლარს.  განადგურებული თევზსაშენი მეურნეობის აღდგენის მიზნით, თემურ გიგაშვილმა პროგრამა იაფი კრედიტის ფარგლებში აიღო სესხი 120 000 ლარის ოდენობით, რომლის ნახევარის გადახდას ვეღარ ახერხებს. საქართველოს სახელწიფოს თემურ გიგაშვილისთვის ომიდან 8 წლის შემდეგაც არ აუნაზღაურებია მიყენებული ზარალი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს წინაშე დააყენა რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა:

1.მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება;

2. ადმინისტრაციული დაპირების შესრულება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (2008 წელს გიგაშვილის განცხადება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონტროლზე აიყვანა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრირა. ხოლო 2012 წელს გამგეობამ გიგაშვილს ზარალის ანაზღაურებაზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში მსგავსი თანხები გათვალისწინებული არ იყო).

3. პირველ ეტაპზე თუ ვერ ხერხდება ზიანის სრულად ანაზღაურება, მოხდეს იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხის ჩამოწერა.

პრესკონფერენციას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად თემურ გიგაშვილი დაესწრება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები