კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მთავარ პროკურატურას რუსუდან ფურცხვანიძის საქმესთან დაკავშირებით

18 მაისი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკას, როდესაც საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა ორგანოს, რომელსაც ამ საქმისადმი შესაძლოა, ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქე რუსუდან ფურცხვანიძეს, რომელიც არის თაღლითობის მსხვერპლი. საქმე შესაძლოა, ეხებოდეს საბერძნეთის საელჩოში არაკონონიერად გაცემულ ვიზას, რის გამოც რუსუდან ფურცხვანიძის დეპორტაცია მოხდა უნგრეთიდან საქართველოში.

ვიზისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების დამზადებასა და საზღვარგარეთ გამგზავრებას რუსუდან ფურცხვანიძეს დაპირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ზ.ნ., რომელმაც საზღაურად მიიღო 5000 ევრო. დეპორტაციის შემდეგ რუსუდან ფურცხვანიძემ ამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. 2016 წლის 15 აპრილს კი საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელმაც დაზარალებულის საჩივარი გადააგზავნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში. ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ კი საქმე მოკვლევისთვის დააწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებას, სადაც თავის დროზე ზ.ნ. მუშაობდა.

თაღლითობის შედეგად, რუსუდან ფურცხვანიძეს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური ზიანი მიადგა. საბერძნეთის საელჩოს მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე, იგი გადაადგილდებოდა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც მოულოდნელად უნგრეთის აეროპორტში დააკავეს და მოათავსეს საკანში, სადაც 3 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. დეპორტაციისას მას განუცხადეს, რომ საბერძნეთის საელჩოში ვიზა კანონდარღვევით იყო გაცემული.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ რუსუდან ფურცხვანიძის საქმის გამოძიება უშუალოდ მთავარმა პროკურატურამ უნდა აწარმოოს. მიუხედავად იმისა, რომ 5000 ევროს გადაცემა მოხდა ქუთაისის ტერიტორიაზე, სავარაუდო დანაშაულის არეალი მარტო ამ ქალაქით არ შემოიფარგლება და თაღლითობის სავარაუდო სქემა ვლინდება ქ. თბილისში განხორციელებულ ქმედებებშიც. ამავე დროს, საქმის მოკვლევის დავალება ქუთაისის პოლიციის იმ განყოფილებისათვის, სადაც პოტენციური ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩრდილს აყენებს საქმის მიუკერძოებლად გამოძიების პერსპექტივას და აჩენს ეჭვს, რომ საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენთვის უცნობი არაფორმალური დაინტერესების გამო, შესაძლოა, არ უნდოდეთ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გადახედოს პრაქტიკას და იხელმძღვანელოს ობიექტური გამოძიების პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო კონკრეტულად რუსუდან ფურცხვანიძის  საქმე, ობიექტური და სრულყოფილი  გამოძიების  მიზნით, ტერიტორიული ქვემდებარეობის გათვალისწინებით, გამოსაძიებლად გადაუგზავნოს ქალაქ თბილისის პროკურატურას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები