კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია ვენეციის კომისიას თავის მოსაზრებებს გაუზიარებს

27 მაისი, 2016
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ვენეციის კომისიას წარუდგენს თავის მოსაზრებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე 

მიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური  და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა. 

ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, ამზადებს დასკვნას აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია დაინტერესდა იმით, თუ როგორ აფასებს კოალიცია ცვლილებების მიზანს, მათი მიღების პროცესს, ცალკეულ დებულებებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადას, პლენუმის კომპეტენციის ზრდას, გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესს, პლენარული სესიის კვორუმის ცვლილებას და სხვ.

კოალიციამ მოამზადა ვრცელი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ცვლილელებების დეტალური სამართლებრივი ანალიზი და შეფასებულია მათი გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე.   

კოალიცია უარყოფითად აფასებს  საკანონმდებლო ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ მათი ამოქმედება გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას და მისი როლის დაკნინებას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

ახალი ამბები