კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ძალადობა კანონის სახელით“ - ფილმის ჩვენება

31 მაისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

24 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფილმის - „ძალადობა კანონის სახელით“ ჩვენება გამართა. ფილმში აღწერილი და გაანალიზებულია ბოლო წლებში სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. კერძოდ, ნაჩვენებია გიორგი ცომაიას, ალექსანდრე ახალკაცისა და მაია კეკელიას მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები. 

ჩვენებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაზარალებულები. ალექსანდრე ახალკაცმა, გიორგი ცომაიამ და მაია კეკელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრეს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე.  აღსანიშნავია,  მაია კეკელიას საქმეში გამოიკვეთა ახალი ფაქტები - ის იძულებული გახადეს აღიარებით ჩვენებაზე მოეწერა ხელი. აღნიშნულთან დაკავშირებით მაია კეკელიამ უკვე მიმართა ზემდგომ სამართლებრივ ორგანოებს. 

„ფილმი გადაღებულია ადამიანის უფლებათა ცენტრის ტელევიზიის HRIDC.TV-ის მიერ. ტელევიზიას დიდი გამოცდილება აქვს საგამოძიებო ფილმებისა თუ სიუჟეტების გადაღების მიმართულებით. ფილმი ეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რაომელიც ბოლო პერიოდში ხშირად იკვეთება ქართული მართლმსაჯულების სისიტემაში. კონკრეტულად ეს ფილმი მომზადებულია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“  პროექტის ფარგლებში რომელიც ორიენტირებულია უფლებადამცველ საკითხებზე; სხვადასხვა ტიპის უფლების დარღვევის წარმოჩენაზე. ჩვენი დღევანდელი ჩვენებისა და დისკუსიის მიზანია, ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ფილმში წარმოჩენილი პრობლემის არსებობა და სიმწვავე. კარგი იქნება თუ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთობლივად ვიმოქმედებთ. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა არაერთი პრეს-კონფერენცია.  ვერ ვიტყვით, რომ რაოდენობრივად საქმე ათეულობით და ასეულობით შემთხვევასთან გვაქვს, როგორც ეს 90-იან წლებში. თუმცა ამ ფაქტების არსებობაც მიუთითებს სისტემის პრობლემებზე. შემაშფოთებელია ასევე რეაგირების საკითხიც“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრე საზოგადოებამ კონკრეტული მაგალითებისა და ზოგადი ვითარების მიხედვით სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციონალურ კრიზისზე იმსჯელა. 

ახალი ამბები