კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქეს თავდაცვის სამინისტრო სახელფასო დავალიანებას დაუფარავს

3 ივნისი, 2016
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის ინტერესებს, უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

მოსამართლე ნინო ჭალიძის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოქალაქე ჯ.ა.-ს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გადახდა, რაც შეადგენს 2 168 აშშ დოლარს. 

ჯ. ა. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ბოლო 16 წელიწადი იყო კადრების განკარგულებაში. 2015 წელს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, სამინისტროს ანაზღაურებული არ ჰქონდა ჯ.ა.-სთვის 1998-99 წლებში გასაცემი სახელფასო დავალიანება. აღნიშნული თანხა მოქალაქემ მოითხოვა წერილობით, რაზეც უარი მიიღო თავდაცვის სამინისტროში „თანხების არარსებობის“ მოტივით. აღნიშნული უარი ჯ.ა.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. სასამართლო პროცესზე მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა. 

თავდაცვის სამინისტრომ პროცესზე წარმოადგინა შესაგებელი, რითაც აპელირებას ახდენდა დავის საგნის ხანდაზმულობაზე და აცხადებდა, რომ დაგვიანებული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ შესაგებლის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქის მოთხოვნა და თავდაცვის სამინისტროს ჯ.ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2168 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ანაზღაურება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები