o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიანიჭებენ თუ არა კნოლევს მაღალმთიანი ზონის სტატუსს

13 ივნისი, 2016
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში 2008 წლის ომის შემდეგ მოსახლეობის თქმით, 180 კომლიანი სოფელი, თითქმის, განახევრდა. მიგრაციის მიზეზად ადგილობრივები ომის შემდეგ სოფელში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე  დარჩა სოფლის სახნავ-სათესი ნაკვეთების და საძოვრების დიდი ნაწილი. 

 „ამ სოფელს პატრონი არა ჰყავს. ერთი მინდორი გვაქვს, მეტი - არაფერი. წინა დღეს ჩემი მეგობარი წაიყვანეს რუსებმა, მე გამოვიქეცი და გამოვასწარი“,- ამბობს კნოლევში მცხოვრები გიორგი ციქუბაძე.

სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ უმეტესობას სოციალური დახმარება მოუხსნეს, რის გამოც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლები ერთადერთ გამოსავალს სოფლისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებაში ხედავენ, რომელიც თავის მხრივ სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს. (სოფელი კნოლევი ზღვის დონიდან 832 მეტრზე მდებარეობს.)

„სოფლიდან ნახევარზე მეტი ხალხი გასულია, ქალაქებში წავიდნენ. შობადობა არაა, ბოლოს ქორწილი როდის იყო, აღარც მახსოვს. ჩვენი მდგომარეობის შესახებ დავწერეთ და გავგზავნეთ რეგიონული განვითარების სამინისტროში და სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. დღემდე ველოდებით პასუხს. ხალხი მოლოდინში ვართ, გვაძლევენ თუ არ მთის სტატუსს ვერ გავარკვიეთ”,- განაცხადა სოფელ კნოლევის მკვიდრმა, რომან თოთლაძემ.

კნოლევის მკვიდრის, გონერი გობერნიძის თქმით, ნაკვეთების ნაწილი ვერ დაამუშავა და ყამირად აქცია, ამჟამად, ნაკვეთებს პირუტყვის გამოსაკვებად იყენებს. მისივე თქმით, მთის სტატუსის მინიჭება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს.

„ეს სტატუსი გვეკუთვნის და უნდა მოგვცენ. ცხელ წერტილში ვართ, გარშემო სულ მავთულხლართებით ვართ შემოსაზღვრული, გასაქანი არსად არ გვაქვს. ოკუპაციის შემდეგ აღარ დაგვრჩა საძოვრები. ეს ყველაფერი მთავრობამ ხომ უნდა გაითვალისწინოს“,- აღნიშნა გონერ გობერნიძემ.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იოსებ ოქრომელიძის  განცხადებით, სოფელი კნოლევი ერთ-ერთია, რომლის შესახებაც უკვე იმსჯელეს საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში. მის თქმით, გარკვეული საკითხების გადამოწმება მიმდინარეობს და საბოლოო დადასტურების შემდეგ მთავრობას გადაუგზავნიან რეკომენდაციის სახით.

„ჩვენ წინა საკონსულტაციო საბჭოზე განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. მიეცათ დავალებები მუნიციპალიტეტების გამგებლებს, რათა აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ, მოიძიონ  ინფორმაცია”, - აღნიშნა ოქრომელიძემ.

გუბერნატორის აპარატთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ უკვე იმსჯელა იმ სოფლებზე, რომლებიც ,,მაღალმთიანი რეგიონის" პირველად ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ნიქოზია. სამი  თვის წინ, როდესაც ადგილობრივებმა მაღალმთაინი ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნიქოზში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამთავრობო უწყებებს მოუწოდეს, რომ ზემო ნიქოზის საკითხზე ემსჯელათ. ზემო ნიქოზი მაღალმთიანი ზონის ჩამონათვალში უკვე მოხვდა.

ახალი ამბები