o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[Ss]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავსა და გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

14 ივნისი, 2016
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში  თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბოტკოველი წარადგინეს, რომელიც პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. შეხვედრა ნადიკვარის პარკში გაიმართა. წარდგენას ესწრებოდნენ: დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, ოთარ კახიძე, სერგო რატიანი და სხვა წარმომადგენლები.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, მათი პარტიის მიერ დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები იზრუნებენ ხალხზე, რომლებიც მიტოვებულნი არიან უპატრონოდ.

„ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ამოცანაა, საკუთარი თანადგომით, პატრიოტიზმითა და ცოდნით ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰყავდეთ გულშემატკივარი. ისინი დაეხმარებიან მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევარჩიეთ ისეთი გუნდი, რომელიც შეძლებს  ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის წინსვლისთვის'', - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თელავში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

„მე ძალიან კარგად ვიცი კახეთში არსებული პრობლემები. დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცა კახეთი და თითოეულ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს წაართვა ხმის უფლება. დღეს გაურკვეველია რომელი სოფლის მაცხოვრებელი რომელ რაიონში დააფიქსირებს ხმას, მაგრამ მთავარია, ხალხი მზად არის იმისთვის, რომ აირჩიოს ღირსეული ძალა, რომელსაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა. მზად ვარ, ვუპასუხო ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს საბოლოო წერტილს დავუსვამთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, როგორც კახეთში, ისე მთელ საქართველოში“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანში  გიორგი ღვინიაშვილი წარადგინეს. ღვინიაშვილი  გურჯაანის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია, ის ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანაში დახმარებას დაჰპირდა.

გიორგი ღვინიაშვილის დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში შედგა.

ახალი ამბები