ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ტირანაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტიტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამართულ სასამართლო მონიტორინგის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
14-17 ივნისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტიტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ სასამართლო მონიტორინგთან დაკავშირებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს ორგანიზაციების მიერ ერთმანეთისათვის სასამართლო მონიტორინგის მეთოდოლოგიის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების შერჩევის კრიტერიუმების, სასამართლო მონიტორინგისათვის საჭირო საქმის მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის უფროსმა თამარ ავალიანმა სამუშაო შეხვედრაზე სასამართლო მონიტორინგისათვის საქმეების შერჩევის კრიტერიუმებსა და სასამართლო საქმის მასალების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების შერჩევის კრიტერიუმებსა და სასამართლო მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაში 16 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი