კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა

9 აგვისტო, 2016
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობა პერიოდულად მართავს აქციებს მიწების რეგისტრაციის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა წლებია, არსებობს, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო საკითხის მოგვარება. კანონი, რომელმაც მიწის რეგისტრაციის პროცესი უნდა გაამარტივოს, 1 აგვისტოდან ამოქმედდა. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამედ სარიევმა რამდენჯერმე უშედეგოდ ცადა მიწის დარეგისტრირება.

„ახალი კანონის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ ყველა მსურველი ადვილად და უფასოდ შეძლებს მიწების დარეგისტრირებას. ეს იქნება ხალხისთვის გაკეთებული კარგი საქმე. თუ პრობლემას მომიგვარებენ, ხმას ბიძინას მივცემ. აქ მიწაზე მთავარი არაფერია, ჩვენ მიწით ვარსებობთ“,- აღნიშნა მამედ სარიევმა.

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ მოქალაქე ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწის საკუთრებას ადასტურებს. დოკუმენტებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე.  დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა, რადგან სხვა შემთხვევაში მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

ახალი კანონის თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ დღეს, ქვეყნის მასშტაბით, მიწების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული და კანონი ამ ვითარებას შეცვლის. საჯარო რეესტრის სტატისტიკის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან მე-4 დღეს მათ მიწის რეგისტრაციის თხოვნით, ქვეყნის მასშტაბით, 5 000-მდე მოქალაქემ მიმართა.

მიწების რეგისტრაციის დროს შექმნილ სირთულეებზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ქორიძე.

„არის შემთხვევები, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტში სხვა სახელი და გვარია მითითებული. ან - მიწებს წლებია, ამუშავებენ საზღვრისპირა ზოლის 500 მეტრიან მონაკვეთში და ითხოვენ დაკანონებას. ზოგ მათგანს არაოფიციალურად აქვს შეძენილი, თანხა ხელზე აქვს გადახდილი და მიწის ფლობას ვერ ადასტურებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირი წლების მანძილზე ამუშავებდა მიწას, თუმცა რეესტრში აღრიცხული არ იყო, რის გამოც აღნიშნული მიწა სახელმწიფომ დაარეგისტრირა. რაც შეეხება ახალ კანონს, გეტყვით, რომ ჩვენი დაკვირვების თანახმად, მოსახლეობა არ ფლობს საკმარის ინფორმაციას და როგორც წესი, ერთმანეთისგან  არასრულ ინფორმაციას იღებენ“, - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ.

მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლე მოქალაქეებს უფასოდ თავაზობს დოკუმენტაციის მოძიებას, სისტემატიზაციას, მედიაციასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ასევე უფასოდ განხორციელდება მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილებების შეტანა.

ახალი ამბები