კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არღვევენ თუ არა საჯარო მოხელეები საარჩევნო კანონს

24 აგვისტო, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების წარმომადგენლებს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ. ქუთაისის საარჩევნო ოლქში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნატო ქათამაძის განცხადებით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას სამუშაო საათების დროს ეწევიან, რითაც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას.

„ამ მხრივ ჩვენს ქალაქში სრული განუკითხაობაა. ქუთაისის მერიის, ასევე ააიპ-ის თანამშრომლები, იმის მაგივრად, რომ დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, მთელი დღეების მანძილზე სოციალურ ქსელში ეწევიან წინასაარჩევნო აგიტაციას. ამაზე არაერთგზის ითქვა, თუმცა, უშედეგოდ. რატომღაც მათ აღნიშნული საქმიანობა არ ეკრძალებათ“, - ამბობს ნატო ქათამაძე.
newpress.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან გოგელაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ეწეოდა „ქართული ოცნების“ აგიტაციის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, რითაც დაარღვია კანონი, კერძოდ კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

ლევან გოგელაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევო კამპანია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, ხოლო არავის აქვს უფლება ადამიანს დაუშალოს, გამოხატოს მისი პირადი სიმპათია ვინმეს მიმართ, თუნდაც ეს იყოს პოლიტიკოსი ან რომელიმე პოლიტიკური პარტია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: „წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისა, საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი სამუშაო საათების განმავლობაში  უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.“   

ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში „წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას, კერძოდ კი, დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“

„ეს სანქცია, ჩვენთან რა თქმა უნდა, არ მოქმედებს. ყოველშემთხვევაში, ჯერ არ ამოქმედებულა. რატომღაც ამ ადამიანებს მსგავსი ქმედებები არ ეკრძალებათ. მეტიც, ქალაქის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესებში - მთელი დღის მანძილზე სხედან კომპიუტერებთან და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ეწევიან ღია პროპაგანდას. სექტემბრიდან კი, ყველა მათგანი გადის შვებულებაში და დავინახავთ, რომ ისინი ავტომატურად გახდებიან საარჩევნო შტაბების თუ სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო ობიექტების ხელმძღვანელები“, - ამბობს ნატო ქათამაძე.

აღნიშნულ ფაქტზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ზაალ ხონელიძე.  მისი განმარტებით: „მილიონობით ლარით დაფინანსდა ააიპი ორგანიზაციები იმისათვის, რომ სათანადო წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა იყოს გატარებული მათი მხრიდან. ეს ადამიანები არავის ერიდებიან. დღისით, მზისით, სამუშაო საათების დროს, სოციალურ ქსელებში (და არა მხოლოდ)  გამალებით ეწევიან წინასაარჩევნო პროპაგანდას.“  

ახალი ამბები