კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლამბალოში 15 სექტემბერს სწავლა ისევ ბოსელსა და სარდაფებში განახლდება

31 აგვისტო, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი ისევ ბოსელსა და სარდაფებში განახლდება. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ორწელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამ დრომდე ვერ დასრულდა. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალ სკოლაში სასწავლო პროცესი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ოქტომბრიდან დაიწყება.

ლამბალოს სკოლის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულშიც. სამინისტრომ თურქულ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ დამქირავებელი მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელფასს არ უხდიდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებს ამჟამად კომპანია „ტრანს მშენი“ აწარმოებს.

უკვე რვა წელია ლამბალოში ბავშვები კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში სწავლობენ, სადაც განათლების მისაღებად არანაირი პირობა არ არის. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო.

2013 წლის 30 აპრილს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს და ახლანდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, რათა ლამბალოს საჯარო სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს განათლების მიღება ღირსეულ გარემოში შეძლებოდათ.

2014 წლის 4 თებერვალს, ლამბალოში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. განათლების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებდა, რომ სკოლის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დასრულდებოდა.


ახალი ამბები