01:08, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია „ეს შენ გეხება“ - მიმართვა ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ

15.09.2016

 
კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.

კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფარული თვალთვალი და მიყურადება, წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამ დრომდე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება, ასევე - მოსმენების შესახებ არსებული სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. 

ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წლის 14 აპრილს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კამპანიის სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. კერძოდ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე  ე. წ. ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) პირდაპირი წვდომა მოქალაქეთა ინტერნეტურთიერთობაზე და აბონენტების ვინაობის, მათი ადგილმდებარეობის დაკომუნიკაციისთვის გამოყენებული მოწყობილობების შესახებ მონაცემების მოპოვება და 2 წლის ვადით შენახვა სასამართლოს ნებართვის გარეშე.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს, ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. სამწუხაროდ, მოქმედი პარლამენტის პირობებში, შემუშავებული კანონპროექტის ინიცირებაც კი ვერ მოხერხდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

●  სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი;

●  ფარული თვალთვალისა და მიყურადების არაკონსტიტუციური სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავების მიზნით, მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები;

●  შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.



Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC