23:01, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება

15.09.2016

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალებით 14 სექტემბერს გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.

საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდელობა იცავს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის კონფიდენციალობის გარანტიებს. აღნიშნული ფუნდამენტური უფლების დაღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია, ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს. მით უმეტეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტთან ერთად ხდება წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მანიპულირება. 

მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ საფუძვლიანად ვერ განხორციელდა მოსმენების სისტემის რეფორმა და საფრთხე ემუქრება თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოქალაქეთა განცდა, რომ ეს საფრთხე შესაძლოა, მომდინარეობდეს სახელმწიფო ორგანოებისგან, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ფარული მიყურადების სისტემებზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 14 აპრილს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მოქმედი სისტემა. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენებზე  ე. წ. ორგასაღებიანი სისტემის მეშვეობით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი არის კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ აქტიური წევრი და შეუერთდა კამპანიის მიმართვას - "ეს შენ გეხება" მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ. მიმართვაში ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას და უფლებამოსილ უწყებებს მოუწოდებს, გადაიდგას კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯები უკანონო ფარული მოსმენების წინააღმდეგ საბრძოლველად. 

კანონით დადგენილი წესით, ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტი;  

საქართველოს პარლამენტმა დროულად მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილება.

სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვროს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება; 
 
შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რითაც ეფექტურად აღიკვეთება მსგავსი კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავი ფაქტები და ჩატარდება ეფექტური გამოძიება კანონდამრღვევთა გამოსავლენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC