კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის 86 საარჩევნო უბნიდან 21 უბნის შემაჯამებელ ოქმებში შეცდომებია

12 ოქტომბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, რუსთავის საარჩევნო ოლქში 86 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათგან სამი უბანი გამონაკლის შემთხვევაში გახსნილ უბანს წარმოადგენდა და განთავსებული იყო №5, №16 და №17 დაწესებულებებში. 

ცესკო-ს ინფორმაციით, რუსთავის 86 საარჩევნო უბნიდან 21 უბნის შემაჯამებელ ოქმებში შეცდომებია დაშვებული. აღნიშნულ შემაჯამებელ ოქმებს ახლავს ახსნა-განმარტებები, სადაც საუბარია დაშვებული შეცდომების და მათი მიზეზების შესახებ.
რუსთავის #67 საუბნო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომის შესახებ წერს: „მე-5 გრაფაში ნაცვლად 606 უნდა ეწეროს 1150.“ მეორე საარჩევნო საუბნის კომისიას კი ალასანიას პარტიის 20 ხმა გამორჩა და ახსნა-განმარტებებში წერს, რომ პარტიისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობაში „თავისუფალ დემოკრატებს“ 21-ის ნაცვლად 1 ჩაუწერეს.
 #3 უბნის მდივანს სალომე გოგოლაძეს 145 და 31 აერია ერთმანეთში. მის ახსნა-განმარტებაში, რომელსაც უბნის თავმჯდომარე ტატიანა ბუხტიაროვაც აწერს ხელს ვკითხულობთ: „მე სალომე გოგოლაძემ დავუშვი მექანიკური შეცდომა და მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაში ნაცვლად 145-ისა დავწერე 31.“ 
საკუთარი უბნის არასახარბიელო მუშაობას თავადვე აღიარებს ახსნა-განმარტებით #30 უბნის რეგისტრატორი ნანა მამუკაშვილი. იგი ახსნა-განმარტებაში წერს: „ ხალხის სიმრავლის გამო, რეგისტრაციის დროს გამომრჩა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა, რის გამოც გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე.“ 
შემაჯამებელი ოქმის 4 გრაფაში აქვთ შეცდომა დაშვებეული #60 საარჩევნო უბანზეც.
კითხვაზე, რა იყო მიზეზი 86 უბნიდან 21 უბნის შემაჯამებელ ოქმებში შეცდომების დაშვებისა - რუსთავის #20 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე გაგა აფციაური ამბობს, რომ ზოგადად დაღლილობამ და სტრესმა იმოქმედა კომისიის წევრებზე და ამის გამო დაუშვეს შეცდომები. აცხადებს,რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემა არ დგას. 
წყაროს ინფორმაციით, (რომლის ვინაობასაც მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) პრობლემა სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციას ეხებოდა და თავად რუსთავის საოლქოს თანამშრომლებს დიდი გარჯა დასჭირდათ  რომ აღნიშნულის გამო რიგ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი საერთოდ არ ჩაშლილიყო. 
ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს კომისიის წევრების არჩევის წესის დახვეწის აუცილებლობაზე. 

„არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს“, - ვკითხულობთ საია-ს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასებაში.

ახალი ამბები