17:25, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩატარდა თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ინკლუზიურ გარემოში

17.10.2016

 ლანა გიორგიძე 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ humanrights.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის №7 უბანზე 2 უსინათლო პირს არ მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები ისე უნდა ყოფილიყო მოწყობილი, რომ შენობაში შესვლა და ხმის მიცემა ყველა ამომრჩეველს შეძლებოდა.

„ცესკომ გადადგა ნაბიჯები, რათა მომხდარიყო სმენა და მხედველობა დაქვეითებული ამომრჩევლების არამხოლოდ შესაბამისად უზრუნველყოფა საარჩევნო უბნებზე, არამედ მათი ხმების ფარულობის შენარჩუნება. ამომრჩევლები, რომლებსაც ნაწილობრივ დაქვეითებული მხედველობა აქვთ, უზრუნველყოფილნი იქნებიან გამადიდებელი შუშით, რათა უკეთ შეძლონ წაკითხვა. ხოლო ამომრჩევლებს სრულად დაქვეითებული მხედველობით უფლება ექნებათ, კენჭისყრის კაბინაში შეიყვანონ შემდგომი ამომრჩეველი მათთვის ხმის მიცემის პროცესში დასახმარებლად. საერთო ჯამში, ცესკო-მ განახორციელა პროაქტიური ძალისხმევა შშმ პირებისათვის საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, - ნათქვამია IRI -ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების შეფასებისგან განსხვავებით, საერთაშორისო სადამკვირებლო მისია საუბრობს არაადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე.

„ზოგიერთი საარჩევნო უბანი არ იყო სტანდარტების შესაბამისი: ყველა სამონიტორო რეგიონის ანგარიშში ნათქვამია, რომ უბნები იყო პატარა და ცუდად აღჭურვილი. ზოგიერთი იყო ხალხმრავალი, რაც იწვევა ქაოსს უბნების შიგნით და გარეთ. უმეტესობა უბანი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამინებისთვის“, - ნათქვამია დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც სადამკვირებლო მისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს აფასებს. 

2015 წელს ცეკსო-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, მემორანდუმის ხელმომწერ ინსტიტუციებს ჰქონდათ ვალდებულებები, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველეყოთ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა და შეესრულებინათ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფას, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირების ვალდებულებას, ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ცესკო-ს ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 3 702 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული იყო 1 115 უბანი, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებთან (2012 წლის არჩევნები) შედარებით 1 013 -ით მეტია. (2012 წელს ადაპტირებული იყო 102 საარჩევნო უბანი).  აქედან, რეგიონებში ადაპტირებულ უბანთა რაოდენობა 836 -ს შეადგენდა, ხოლო თბილისში 271-ს.

„წელს საარჩევნო ადმინისტრაციამ უპრეცენდენტო ღონისძიებები განახორციელა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად. საქმე ეხება შშმ ამომრჩეველთა ინფორმირებასა და მათთვის საარჩევნო უბნებზე სპეციალური სერვისის შეთავაზებას. ჩვენი ვებგვერდი სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ეს არის პირველი ვებგვერდი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა ადაპტირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-მ დაამზადა სარეკლამო რგოლი, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა სერვისებს სთავაზობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს.  ჩვენი ყველა სარეკლამო რგოლი უზრუნველყოფილია სურდო თარგმანით. იმის მიუხედავად, რომ ცესკო-ს ვალდებულება არ არის საარჩევნო გარემოს ადაპტირება და ამ უბნების ადაპტირებაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც გადმოგვცემენ შენობას არჩევნებისთვის,  ჩვენ კოორდინაცია გავუწიეთ საარჩევნო უბნების ადაპტირების პროცესს, შედეგად, კი ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა 102-დან -  1 115 -მდე გაიზარდა. აქ იგულისხმება, როგორც პანდუსით მოწყობილი საარჩევნო უბნები, ასევე მარტივად შეღწევადი უბნებიც“, - აღნიშნა ცესკო-ს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო სიჭინავამ humanrights.ge-სთან საუბრისას.

სოფიო სიჭინავას განცხადებით, ადაპტირებულ უბნებზე განთავსდა ხმის მიცემის სპეციალური კაბინები, ასევე ყველა საარჩევნო უბანზე ცესკო-მ ორ-ორი გამადიდებელი ლინზა გააგზავნა მხედველობის პრობლემების მქონე ამომრჩევლებისთვის. რაც შეეხება უსინათლო ამომრჩევლებს, სიჭინავას თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პირველად შესთავაზეს სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომელიც ნებისმიერ ბიულეტენზე იყო მორგებული: „ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერები გავავრცელეთ 3 634 საარჩევნო უბანზე.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი კობა ნადირაძე მიიჩნევს, რომ შშმ პირთათვის არ უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური კაბინები, უნდა გავითვალისწინოთ გაეროს კონვენციის პრინციპი და კაბინები ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი უნდა იყოს. 

„ცესკო ითვლის, რამდენი საარჩევნო უბანია ადაპტირებული, რაც შეფასების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნამდე მისაღწევი ფიზიკური გარემო, რომელიც არ შეცვლილა. ამომრჩევლებს კვლავ პრობლემა ექმნება საარჩევნო უბნამდე მისაღწევად, რადგან არ არის ადაპტირებული გზები, არ არის ადაპტირებული სატრანსპროტო საშუალებები, არ არის მოწყობილი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტეიტორიაზე „პარკირების“ ადგილი, რათა შშმ ამომრჩეველმა საკუთარი ავტომობილი გააჩეროს. რაც შეეხება საარჩევნო უბანს, შშმ ამომრჩეველმა სხვისი დახმარების გარეშე უნდა შეძლოს საარჩევნო უბანზე გადაადგილება და ხმის მიცემა“,- აღნიშნა კობა ნადირაძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

კობა ნადირაძის თქმით, ყველა შშმ ამომრჩეველი არ იყო ინფორმირებული, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ცესკო-ს მიერ შეთავაზებული საშუალებები, რათა დამოუკიდებლად მიეცათ ხმა: „პრობლემას წარმოადგენს კომისიის წევრების  გადამზადების საკითხიც, რადგან მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მომსახურებოდნენ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს.“

ცესკო-ს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა აღნიშნავს, რომ მიუხედავად განხორციელებული უპრეცენდენტო ცვლილებებისა, შშმ ამომრჩევლების მონაწილეობის მაჩვენებელი არ იყო დიდი და ამ მიმართულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას. 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევძლებთ, აღმოფხვრათ ის ხარვეზები, რაც ამ მიმართულებით დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა სოფიო სიჭინავამ.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლისათვის თანაბარი საარჩევნო გარემოსა და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი მონაწილეობის უზრუნველყოფის  მიზნით მნიშვნელოვანია, მისაწვდომობის ყველა სტანდარტის დაცვა გაეროს შშმ პირთა კონვენციის პრინციპების შესაბამისად: „აღნიშნული ეხება როგორც ფიზიკური გარემოს, ისე ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გადაადგილების სხვა საშუალებების, მათ შორის მეტროსადურების მოწყობას უნივერსალური დიზაინის შესაბამისად; საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სამუშაო ადგილების, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქის, ისე სოფლის პირობებში“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC