კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული არჩევნები უცხოეთში

26 ოქტომბერი, 2016
 გიორგი ჯანელიძე

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები  საქართველოს ფარგლებს გარეთ, 55 საარჩევნო უბანში ჩატარდა. როგორც ცენტრლური სარჩევნო კომისიიდან humanrights.ge-ს აცნობეს, კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რაოდენობა არის 49 694. მსოფლიოს 40 ქვეყანაში გახსნილი იყო 55 საარჩევნო უბანი. ამ მხრივ გამონაკლისი რუსეთის ფედერაცია და მის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც, 2008 წლის ომის გამო ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის შედეგად, ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩნენ.

humanrights.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჭიღლაძემ უპასუხა: „რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი მოქალაქეა დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე. 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 3 233 მოქალაქე. ზოგადად, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მერყეობდა 3 000-ის ფარგლებში“. 

40 ქვეყნიდან, ყველა სხვა დანარჩენში არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა. მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე, საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე, ცესკოს წარმომადგენელთა მიერ შედგენილ ოქმებში ყველაზე მეტი ამომრჩეველი ავღანეთში განთავსებულ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტში დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, ავღანეთში მდებარე უბნებიდან, მეორეზე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე, მთლიანი საარჩევნო პროცესის არჩევნებიდან არჩევნებამდე დახვეწასა და საზოგადოების ზრდაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, humanrights.ge-მ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი ზესაშვილს კომენტარი სთხოვა: „როგორც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, არჩევნებზე ყოველთვის ხდებოდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენა. საჯარისო ნაწილები, ისევე როგორც საზღვრისპირა ნაწილები, ძირითადად, ყოველთვის მაინც მოქმედ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს. ხოლო რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ არჩევნებს, ოქმები მოსაძებელია და შესაძლებელია ანალიზის გაკეთება, თუ რატომ აძლევდნენ სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ ერთ მხარეს ხმას. მხოლოდ მისასალმებელია, რომ ამ არჩევნებზე ადამიანს ჰქონდა თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება. ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება წინასთან შედარებით, უფრო პროგრესულია“, - განაცხადა გიორგი ზესაშვილმა და დასძინა, რომ ზოგადად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული არჩევნების ხარისხით კმაყოფილია და რაიმე სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, რომელიმე საუბნო კომისიის თუნდაც ერთი წევრი მაინც, გააგზავნიდა ცესკოში ინფორმაციას ამა თუ იმ დარღვევის შესახებ.

ახალი ამბები