კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

9 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ ქარელის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად განათლების და მეცნიერების სამინიტროს აუდიტის დასკვნა სახელდება, თუმცა ადგილობრივი მედია მისი გათავისუფლების ერთ-ერთ ვერსიაზე საუბრის დროს საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებისას სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებზე აკეთებს აქცენტს. ზურაბ ქარელმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან"  ერთად იმ მოქალაქეებსაც მიაყენა, რომლებმაც არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირეს მხარი. 

,,ეს არის ჩემი, როგორც პიროვნების და არა თანამდებობის პირის, მოსაზრებები, რომელსაც ჩემს პირად გვერდზე გამოვხატავდი", - ასეთი განმარტებით დაარღვია დუმილი სოციალურ ქსელში რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა, ზურაბ ქარელმა. მისი თქმით, ის მისი მოსაზრებების გამო არ გაუთავისუფლებიათ, არამედ აღნიშნული დაემთხვა განათლების სამინისტროს აუდიტის დასკვნას.

,,კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას დამნაშავე რეჟიმად მივიჩნევ. მათ მიყიდეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20%, მათ გააჩუქეს ოკუპანტ ქვეყანაზე ქვეყნის სტრატეგიული ენერგოსიმძლავრეები, მათ ამოხოცეს ქართველი ვაჟკაცები, დაატერორეს ქართული ბიზნესი... გავაგრძელო?

დიახ, ძალიან მიხარია, რომ „ნაცების“ სისხლიანი რეჟიმი მოვიშორეთ. ამის გამო მე სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ბიძინა ივანიშვილის", - წერს ზურაბ ქარელი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ზურაბ ქარელის წინააღმდეგ განათლების და მეცნიერების სამინიტროს აუდიტის სამსახურს საჩივრით,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, გრიგოლ მუმლაძემ მიმართა. მუმლაძე ამბობს, რომ მის საჩივარს სამინისტროს მხრიდან რეაგირება მოჰყვა და საჩივრის შინაარსის შესახებ დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს.

ახალი ამბები