კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება განზრახ მკვლეობის მუხლით მიმდინარეობს

17 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 იანვარს, ქალაქ გორში წერეთლის ქუჩაზე, ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, გურამ გოგიჩაიშვილი ამ დრომდე უცნობმა პირმა ჯერ დაჭრა და შემდეგ ე.წ. „საკონტროლო გასროლით“ მოკლა. 

გურამ გოგიაჩაიშვილს ცეცხლი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის ,,დემოკრატიული საქრთველოს" გორის ოფიში გაუხსნეს. როგორც პარტიის გორის ორგანზიციაში აცხადებენ, გარდაცვლილი პარტიის წევრი არ ყოფილა და მასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდათ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამართალდამცვლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა. მკვლელობას ორი მოწმე შეესწრო, რომლებმაც სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს.  გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელმაც გოგიჩაიშვილს ესროლა სახე დაფარული ჰქონდა.  

გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები