კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს რეგიონული სამმართველო გაუქმდა

26 იანვარი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2017 წლის პირველ იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის გამოცემული ბრძანებით, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ლიკვიდაცია მოხდა. სამმართველოს შვიდი თანამშრომლიდან სამი შემცირებაში მოჰყვა, ხოლო ოთხ მათგანს ორთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. ოთხი თანამშრომლიდან ერთ-ერთი ცარო ყაზახაშვილია, რომელსაც სამმართველოს გაუქმებამდე ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ახალა კი სპეციალისტია, რომელიც სამ თანამშრომელთან ერთად გორში იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის აშენებული ბინების  გადანაწილების პროცესს კურირებს.
  „რეგიონული სამმართველოს ლიკვიდაცია მოხდა, თუმცა  სამინისტროს ექნება წარმომადგენლობა, რადგან რეგიონში დევნილთა რაოდენობა არის საკმაოდ დიდი  და თავისთავად ცხადია, ყველა წვრილმანზე დევნილებს არ შეიძლება, ჰქონდეთ საქმე  სამინისტროსთან. ვფიქრობ,  სამსახური, წარმომადგენლობის სახით, რეგიონში განაგრძობს მუშაობას. ინფორმირებულები ვართ, რომ 2017 წლის მარტიდან სამსახურს დაერქმევა დევნილთა სამინისტროს შიდა ქართლის წარმომადგენლობა. თუ ვინ დავსაქმდებით, სრული ინფორმაცია ამაზე  არ გვაქვს. ამ ეტაპზე ორთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე ვმუშაობთ ოთხი თანამშრომელი და ბინების გადაცემის საკითხზე იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებებს  ვიღებთ“, - აცხადებს ცარო ყაზახაშვილი გათავისუფლებულ სამ თანამშრომელს შორის არის დევნილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე, მას სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. სამმართველოს ის თანამშრომლები, რომლებსაც ორთვიანი ხელშეკრულებები გაუგრძელეს, რეგიონული სამმართველოს ლიკვიდაციასა და კადრების შემცირებას სახელმწიფო უწყებებში ადმინისტრაციული თანხების 10%-ით შემცირებას უკავშირებენ.

ახალი ამბები